"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტიბარაკ ობამა შეუერთდა" , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.შეხვედრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო.პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამსაკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.მისი განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს, რომ აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გამყოფი ბარიერებისაგებას და იმედოვნებს, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოსნატოში ინტეგრაციის პროცესი დინამიურია.
როგორც პრემიერმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე აღნიშნა, 2014 წლის შემდგომამდე საქართველო ხელს მოაწერსევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროსსაქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, განაგრძოს აშშ-საქართველოს ურთიერთობებისგაუმჯობესების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი არჩევნების,ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-საქართველოს შორისმაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებებს და აშშ-საქართველოს შორისთავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბაიდენისვიზიტი იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, ასევე ხაზს გაუსვამს რეგიონშისტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულიგანვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-ი რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და მთავრობაყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, ვინაიდანორმხრივი დიალოგის გაღრმავება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი