ეკონომიკა
ქართული თამბაქო ნიკარაგუაში გაიტანეს
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
26 თებერვალი, 2014. 17:02
აჭარაში თამბაქოს მწარმოებელმა კომპანია “Adjarian Tobacco”-მ ნიკარაგუაში ქართული თამბაქოს პირველი პარტია ექსპორტზე გაიტანა.
კომპანიის ხელმძღვანელის აბესალომ შალუტაშვილის განცხადებით, უცხოურ პარტნიორებს პირველ ჯერზე 4 ტონა თამბაქოს ფოთლები მიაწოდა. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა წარმატებულად გაგრძელდება, მომავალში მოცულობა 20-30 ტონამდე გაიზრდება.
„ნიკარაგუა თავისი სიგარის წარმოებით ცნობილია, თუმცა ნედლეულის დამატებითი წყარო მაინც ესაჭიროება. ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ. მაღალმთიან აჭარაში დიდი ხანია თამბაქო მოჰყავთ, ასე რომ, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია“, -განაცხადა შალუტაშვილმა.
12 თებერვალი, 2016. 14:50
11 თებერვალი, 2016. 19:52
11 თებერვალი, 2016. 19:48
11 თებერვალი, 2016. 19:47
11 თებერვალი, 2016. 18:52
11 თებერვალი, 2016. 17:35
04 თებერვალი, 2016. 10:35
25 იანვარი, 2016. 23:54
23 იანვარი, 2016. 21:32
18 იანვარი, 2016. 17:12
06 იანვარი, 2016. 19:45
22 დეკემბერი, 2015. 16:19
03 დეკემბერი, 2015. 12:35
11 ნოემბერი, 2015. 22:28
11 ნოემბერი, 2015. 14:00