reportiori.ge - კიბოთი დაავადებული პაციენტი, რომელსაც ერთი კვირის სიცოცხლის ვადა მისცეს, ახალი ამერიკული პრეპარატით სრულიად განიკურნა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:42
სხვადასხვა
კიბოთი დაავადებული პაციენტი, რომელსაც ერთი კვირის სიცოცხლის ვადა მისცეს, ახალი ამერიკული პრეპარატით სრულიად განიკურნა!
ავტორი:
26 თებერვალი, 2014. 18:11



დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იან ბრუქს, რომელიც კიბოს აგრესიული ფორმით იყო დაავადებული, ექიმებმა მხოლოდ ერთი კვირის სიცოცხლის ვადა მისცეს, თუმცა ის ახალი პრეპარატით მკურნალობაში მოხალისედ ჩაერთო და ამით დაავადება დაამარცხა.

 

 

dailymail.co.uk“-ის ინფორმაციით, 47 წლის იან ბრუქსი გახდა პირველი პაციენტი ამერიკის ფარგლებს გარეთ, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით უმკურნალეს. ახალი ამერიკული პრეპარატის Brentuximab Vedotin -ით მკურნალობის შემდეგ, მის სხეულში 70 სიმსივნური წარმონაქმნი გაქრა. პრეპარატმა კლინიკური გამოცდა მანჩესტერის The Christie Hospital-ში წარმატებით გაიარა და უკვე ხელმისაწვდობია სხვა დაავადებულებისათვის.

 

 

ბრუქსს, რომელსაც კიბოს დიაგნოზი პირველად 2001 წელს დაუსვევს, მკურნალობას კარგად დაექვემდებარა, თუმცა 2008 წელს სიმსივნე მის ორგანიზმში ისევ დაბრუნდა, ამჯერად კიბომ აგრესიული ფორმა მიიღო და მთელ ორგანიზმში გავრცელდა. მისცეს რა სიცოცხლის მხოლოდ ერთკვირიანი ვადა, მან, როგორც მოხალისემ, მონაწილეობა მიიღო პრეპარატის სამედიცინო გამოცდაში. ევროპის უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრის და ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ მკურნალობის შემდგომი რენდგენის სურათები იხილეს.

 

 

12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა პაციენტის სხეულში სიმსივნური წარმონაქმნები ვერ იპოვეს. ახლა ის სრულიად ჯანმრთელია.

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 

წყარო: dailymail.co.uk

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016