reportiori.ge - „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის 8 შეკითხვა თეა წულუკიანს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:38
პრეს-დაიჯესტი
„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის 8 შეკითხვა თეა წულუკიანს!
ავტორი:
27 თებერვალი, 2014. 16:20

1. ქ-ნო თეა, თქვენი ხელისუფლების პირობებში პირადად მე, იმხანად არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელმა, შუამდგომლობით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის დეკემბერში აღძრა სააკაშვილის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. გელბახიანი საქართველოში დედის მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა, ის საქართველოს საზღვარზე დააკავეს და ამჟამად გირაოთია განთავისუფლებული. ჩემს შუამდგომლობაზე პასუხი იყო ის, რომ მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადააგზავნა.


2. ქ-ნო თეა, რეჟიმის მსხვერპლი მხოლოდ გარიგების მონაწილე მხარე გარდაცვლილის ოჯახია და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც 5 წელი დევნილობაში გაატარა - არა?


3. ოჯახს სურს, წარმოაჩინოს, რომ ის არის მსხვერპლი და გარიგება (კონტრაქტი) დადებულია ძალდატანებით. არ გაგიჩნდათ კითხვა, რა ტიპის ძალდატანება იყო ოჯახზე მაშინ, როცა მემორანდუმის პირობები 3 თვე თანხმდებოდა მხარეებს შორის და ხელმოწერა განხორციელდა ინა გუდავაძის მხრიდან ბადრი პატარკაციშვილის ლონდონის სახლში?


4. ხელმოწერას ესწრებოდნენ: ინა გუდავაძე, გიგი უგულავას მეგობარი და გუდავაძის ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე, სახელმწიფოს მხრიდან გიგი უგულავა, კახა დამენია და თინა ბურჯალიანი. კონკრეტულად, ვისი მხრიდან მოხდა ზეწოლა ოჯახზე და ზეწოლის ფაქტზე აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე? თუ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, მაშინ ხომ არ არის ეს მემორანდუმი თავისი არსით კრიმინალური გარიგება, რომლითაც ორივე მხარე მოგებული დარჩა?


5. ძალდატანებას ადგილი რომ ჰქონოდა, მაშინ მემორანდუმი არ შესრულდებოდა. 2010 წლიდან დღემდე ოჯახს საჯაროდ არ გამოუთქვამს პრეტენზია სახელმწიფოსგან ზეწოლის შესახებ. მეტიც, კონტრაქტის ყველა პირობა სახელმწიფოსგან შესრულდა  (მეტალურგიული ქარხანა, მთაწმინდის პარკი, ცირკი და სხვა აქტივები გადაეცა ინა გუდავაძეს) და პლუს მიიღო ხელშეუხებლობა და ბადრი პატარკაციშვილის ყველა ბიზნესპარტნიორზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები. იქნებ, ის იყო ზეწოლა, როცა მთაწმინდის პარკის საზეიმო გახსნაზე ინა გუდავაძემ, ბადრი პატარკაციშვილის დედამ და დებმა გიგი უგულავასთან ერთად შამპანურით აღნიშნეს ეს დღე?


6. ქ-ნო თეა, ბიძინა ივანიშვილს რომ არ წამოეწია ეს თემა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი არც აპირებდა ამ მემორანდუმის შინაარსზე საჯარო საუბარს. ხომ არ იცით მიზეზი, რატომ? ან ოჯახის ადვოკატები ხომ არ ასახელებენ მიზეზებს, რატომ არ მოითხოვა პატარკაციშვილის ოჯახმა კონტრაქტის გაწყვეტა სახელმწიფოსგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა?


7. კონტრაქტის პირობების თანახმად, სახელმწიფოს ინა გუდავაძისთვის უნდა გადაეხადა 400 მილიონი დოლარი. რამდენი მიიღო ინა გუდავაძემ აქტივების სახით და რამდენი ფულადი სახით და საიდან?


8. ქ-ნო, თეა, რატომ არ არის დღემდე გაუქმებული ეს „ძალდატანებით" გაფორმებული მემორანდუმი?


P.S. იმედია, გახსოვთ, როგორ ართმევდა სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესმენებს ქონებას და აქტივებს, როგორ მიჰყავდათ ისინი ღამით „მოდულის" შენობაში, როგორ ჰყავდათ ღამის მორიგე ნოტარიუსები, როგორ უჩნდებოდათ ბიზნესმენებს სურვილი, ღამით ეჩუქებინათ საკუთარი აქტივები სახელმწიფოსთვის და რა ტიპის ზეწოლები ხორციელდებოდა მათზე. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა არც ერთი საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის, ისევე,  როგორც ქვეყანაში არ დაფიქსირებულა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების არც ერთი ფაქტი. გამომდინარე აქედან, ქ-ნო მინისტრო, ან თავად ხართ შეცდომაში შეყვანილი, ან პატარკაციშვილების ოჯახთან ერთად, უბრალოდ, ატყუებთ ქართულ საზოგადოებას. იმედია, სურვილი გაგიჩნდებათ, სიცხადე შეიტანოთ აღნიშნულ საკითხში და განმარტებები გააკეთოთ, რას ნიშნავს შერჩევითი სამართალი გარიგების მონაწილე 400-მილიონიანი „მსხვერპლის" მხარდასაჭერად?

 

გაზეთი „ქრონიკა +"

25. 02. 2014.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016