reportiori.ge - მერილ სტრიპის 35-წლიანი ქორწინება შესაძლოა ჯეკ ნიკოლსონმა შეიწიროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:35
ყვითელი
მერილ სტრიპის 35-წლიანი ქორწინება შესაძლოა ჯეკ ნიკოლსონმა შეიწიროს
ავტორი:
27 თებერვალი, 2014. 16:38

ამერიკული მედია მსახიობ მერილ სტრიპისა და სკულპტორ დონ ჰამერის მოსალოდნელი გაყრის შესახებ ალაპარაკდა. ცნობილი წყვილი ერთად 35 წელია ცხოვრობს. როგორც ამბობენ, შესაძლო გაყრის მიზეზი ჯეკ ნიკოლსონის შესახებ მარკ ელიოტის მიერ დაწერილი წიგნია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიცა. ამ წიგნმა ნათელი მოჰფინა ბევრ იმ საიდუმლოს, რომელიც აქამდე დამალული იყო. მათ შორის ის, რომ 1980-იან წლებში ცნობილ გულთამპყრობელ ნიკოლსონს ვნებიანი რომანი ჰქონდა მერილ სტრიპთან.


მათ ურთიერთობაში კიდევ ერთ პრობლემად იქცა მსახიობის დატვირთული სამუშაო გრაფიკი, სტრიპი სამუშაოს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა, რაც მის ქმარს არასდროს მოსწონდა.


აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდში მათი ოჯახი ყოველთვის მყარ კავშირად მიიჩნეოდა. ჰამერსა და სტრიპს 4 შვილი ჰყავთ.



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016