reportiori.ge - თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლა შენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 00:44
რეგიონები
თეთრიწყაროს რაიონში ახალი სკოლა შენდება
27 თებერვალი, 2014. 17:18

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალი სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოინახულა. ის ადგილზე სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებსაც შეხვდა.


როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა 40-იან წლებში იყო აშენებული. სკოლას საკმარისი რაოდენობის საკლასო ოთახი არ ჰქონდა, ასევე  შენობა იყო ამორტიზირებული და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარებოდა.


სკოლის შენობის დემონტაჟი გასული წლის ბოლოს მოხდა და ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.


სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.  ის უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე გათბობის სისტემით, საინფორმაციო და საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიების კაბინეტებით, თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით.


სოფელ სამღერეთის ახალი სკოლის მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016