reportiori.ge - ნოდარ ჭიჭინაძე: მსხვილი და მცირე ზომის ჰესების აშენება ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:29
ეკონომიკა
ნოდარ ჭიჭინაძე: მსხვილი და მცირე ზომის ჰესების აშენება ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
01 მარტი, 2014. 15:55

ეკონომიკის ოთხმა ექსპერტმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მთავრობას მიმართა, რათა ქვეყანამ ენეგოპოლიტიკაში აქცენტი ჰიდრორესურსების ათვისებაზე გააკეთოს.


ემზარ ჯგერენაიამ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან კალანდაძემ და გიორგი აბაშიშვილმა, მსხვილი ჰიდრო და ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგ წარმოებული, ზოგიერთი არასამთავრობოს მიზანმიმართული პოლიტიკა გააკრიტიკეს.


ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა:


საქართველოს აქვს არჩევანი თუ როგორ მოაწყოს ენერგოპოლიტიკა:

1.აშენდეს მხოლოდ მცირე ზომის ჰესები. ასეთ შემთხვევაში რა რაოდენობის სადგურებიც არ უნდა ავაშენოთ მათი გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის ენერგოდეფიციტს ვერ შეამცირებს, რადგან მცირე ჰესების ეფექტურობა ზამთრის თვეებში მინიმალურია (ანუ ზამთრის პრობლემას ვერ ხსნის);


2.არ აშენდეს არანაირი წყალსაცავიანი ჰესები და ელექტროენერგიაზე მოთხონის დაკამყოფილება უნდა მოხდეს იმპორტით. ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთზე. რაც უკრაინის ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალზედ სახიფათოა;


3.არ აშენდეს დიდი ჰესები და ქვეყანამ აქცენტი გაკეთოს ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე, მაგალითად: მზის და ქარის ენერგია. ალტერნატიული ენერგიის წყაროები მთელ მსოფლიოში არაძირითად, ჰიდროელექტროსადგურების დამხმარე ენერგიად განიხილება. მაგალითისთვის: 2014 წლის თებერვალში, კალიფორნიაში მოჰავის უდაბნოში ფუნქციონირება დაიწყო უზარმაზარმა მზის ელექტროსადგურმა, რომელიც განლაგებულია 8,36 კვადრატულ კილომეტრზე. მისი ღირებულება 2,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ელექტროსადგურმა 400 მეგავატი უნდა გამოიმუშაოს. ანუ, მაგალითისთვის ხუდონჰესის პარამეტრებს რომ შევადაროთ (1,2 მლრდ. დოლარის ინვესტიცია, 5,2 კვ.კვ წყალსაცავის სარკის ზომა, გამომუშავება 702 მეგავატი), მზის ენერგია ბევრად ძვირი და ნაკლებ ეფექტურია. ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ჰიდრორესურსების ათვისებაზე, ანუ იმ პოტენციალის რეალიზებაზე რაც ქვეყანას გააჩნია. ამისათვის საჭირო იქნება, როგორც მსხვილი ისე მცირე ზომის ჰესების აშენება (მითუმეტეს, რომ მსხვილი და მცირე ჰესი არ არის ურთიერთჩანაცვლებადი „პროდუქტები", მცირეს სხვა დატვირთვა და ფუნქციები აქვს, მსხვილს - სხვა), რაც ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე წლებთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება, რამაც შემდგომ სავალალო შედეგაბმდე შეიძლება მიგვიყვანოს", - აღნიშნავს ჭიჭინაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016