reportiori.ge - დღევანდელ დღეს ეროსი მანჯგალაძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 08 დეკემბერი, 2024. 07:17
კულტურა
დღევანდელ დღეს ეროსი მანჯგალაძე დაიბადა
ავტორი:
03 მარტი, 2015. 12:20



ცნობილი ქართველი მსახიობი, ეროვნული აქტიორული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე დაიბადა 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში. ბავშობის წლები იქ გაატარასკოლის დამთავრების  შემდეგ კი  თბილისში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში, რომელიც  1947 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან მუაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

 

 

მისი დებიუტი თეატრის სცენაზე შედგა კომედიური ჟანრის სპექტაკლით. ქართული თეატრის სცენაზე ეროსი მანჯგალაძემ დაუვიწყარი სახეები შექმნა. მას დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც კინოს, ასევე რადიოსა თუ ქართული თეატრის განვითარებაში. პოპულარობით სარგებლობდა  არა მარტო როგორც  ნიჭიერი მსახიობიარამედ როგორც  შესანიშნავი კომენტატორი. ისტორიას შემორჩა იმ ისტორიული მატჩის კადრები და მასალებირომლებსაც ორი გენიალური პიროვნება კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე უძღვებოდნენ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში. მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრი უფრო საინტერესოს ხდიდა მაყურებლისთვის ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს.

 

 

მსახიობს კინოეკრანზე ბევრი სახასიათო როლი აქვს ნათამაშები, როგორიცაა - თბილისი, პარიზი, თბილისი, ყვარყვარე“, ნატვრის ხე“, ვერის უბნის მელოდიები“, ლონდრე“, ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, თოჯინები იცინიან და ..

 

 

ეროსი მანჯგალაძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მქონე მსახიობი იყოგამოირჩეოდა პროფესიული მაღალი ოსტატობით, გარდასახვის ნიჭითლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით და მუსიკალურობით.

 

 

ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა 1982 წლის 26 იანვარს. გავრცელებული ინფორმაციით, მან დიდი ნერვიულობა გადაიტანა რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორის რობერტ სტურუას გადაწყვეტილების გამო. კავკასიური ცარცის წრეში ეროსი მანჯგალაძე აზდაკის როლს ასრულებდა. გერმანიაში გასტროლებზე რეჟისორმა რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, ეროსი მანჯგალაძეც წაიყვანა, თუმცა, ბოლო წუთებში სტურუამ დიდ მსახიობს სპექტაკლში თამაშზე უარი უთხრა. მისი მეგობრების და კოლეგების მოგონებებიდან  ირკვევა, რომ იმ პერიოდში ეროსი მანჯგალაძე სტურუაზე განაწყენებული იყო. ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რობერტ სტურუას არ ელაპარაკებოდა.

 

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016