reportiori.ge - გიგლა აგულაშვილი: ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 232 მლნ დოლარი შეადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:34
ეკონომიკა
გიგლა აგულაშვილი: ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 232 მლნ დოლარი შეადგინა
03 მარტი, 2014. 18:41


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, 2012-2014 წლების ექსპორტის ზრდის მონაცემებს აქვეყნებს და დასძენს, რომ 2013 წელს მხოლოდ ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა  232 მლნ დოლარი შეადგინა.



მისი განმარტებით, ღვინის ექსპორტის შედეგად შემოსული თანხა 68 მლნ დოლარით  აღემატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.



როგორც აგულაშვილი აღნიშნავს, გასული წელი ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით,  წარმატებებული აღმოჩნდა.  


 

„ივნისიდან დაიწყო დაფნის, ხმელი სუნელის, ჩირის და სხვა დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე პროდუქციის ექსპორტი. ოქტომბრიდან დაშვებულია მაღალი რისკის პროდუქტები: თხილი, ციტრუსი,  ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ქართული ღვინის გასაღების ახალი ბაზრების ათვისებას.  2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია უკრაინაში (7%-ით), ყაზახეთში (1%-ით), ბელარუსიაში (2%-ით), პოლონეთში (12%-ით), ინგლისში (61%-ით), ლიტვაში (3%-ით), ჰონკონგში (16%-ით), ნიდერლანდებში (17%-ით), ფინეთში, სომხეთში, საფრანგეთში და ..",  - აცხადებს  აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016