reportiori.ge - გიგლა აგულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:26
ეკონომიკა
გიგლა აგულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს
03 მარტი, 2014. 18:46


საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აგროსექტორში განხორციელებული სამუშაობის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილ მაჩვენებლებს აქვეყნებს.


როგორც  რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციაზე აგულაშვილმა აღნიშნა,  2013 წელს ქვეყანამ აგროსექტორში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რისი ნათელი მაგალითიც აგროპროდუქტების ექსპორტის 51 პროცენტიანი ზრდაა.


მისი თქმით, 2012 წელს აგროპროდუქციის ექსპორტი  513  მილიონი დოლარი იყო, 2013 წელს კი ექსპორტის მაჩვენებელმა 774  მილიონ დოლარს მიღწია.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხვა წარმატებებზეც ამახვილებს ყურადღებას და  ქართული ოცნების" მიერ დაპირებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს.

 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ  2012 წელთან შედარებით  2013 წელს 20  პროცენტით მეტი მიწის ფართობი დამუშავდა. 2012 წელს მოხნული ფართობების რაოდენობა  260 000 ჰა-  არ აღემატებოდა, 2013 წელს კი   310 000 ჰა მიწის ფართობი დამუშავდა. 2013 წელს მშპ- 1.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 9.7 პროცენტს მიაღწია . სამჯერ არის გაზრდილი გაცემული იაფი აგროკრედიტების რაოდენობა. 2012 წელს სულ 70 მილიონი ლარის ოდენობის იაფი აგროკრედიტი გაიცა,  2013 წელს კი -  240 მილიონამდე.

 

სამჯერ გაიზარდა  სასოფლო სამეურნეო სავარგულების ირიგაცია და  74000 ჰა-  გადააჭარბა. 25 500 ჰა მიწის ფართობზე გაკეთდა და რეაბილიტირდა  სადრენაჟო სისტემა  რაც , 2012 წელთან შედარებით 14 000 ჰა-თი მეტია.

 

ოთხჯერ გაიზარდა ბიზნესოპერატორების ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 2013 წელს 2016-მდე ინსპექტირება განხორციელდა. 100 პროცენტით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტი. 2012 წელს  23,4 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი მოხდა, 2013 წელს კი -  46 მლნ ბოთლის.  72 პროცენტითაა გაზრდილი გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა. 2012 წელს თუ  52 200 ტონა ყურძნის გადამუშავება მოხერხდა, 2013 წელს მისმა საერთო რაოდენობამ  90 ტონა შეადგინა. ორჯერ არის გაზრდილი  მანდარინის ექსპორტიც. 2013 წელს 42 201 ტონა  მანდარინის ექსპორტი მოხდა", - განმარტავს  გიგლა აგულაშვილი.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს   სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზეც.


მისი თქმით,  ამ მიმართულებით უკვე   გამოყოფილია 6,8 მილიონი ლარი.

 

დაგეგმილია სსიპსოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნა. 19 მუნიციპალიტეტში მოეწყობა ჯიშთა გამოცდის ქსელი და სასელექციო მეურნეობები, ჯიშების გამოცდაშეიქმნება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ნიადაგური კვლევის ლაბორატორია, პრობლემების გაანალიზების, თანამედროვე, ინოვაციური  ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვით იგეგმება მოსავლიანობის ზრდა. მოხდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის შეფასების უზრუნველყოფა, საუკეთესო პრაქტიკისა და  სამეცნიერო გამოცდილების საშუალებით. ცენტრის ძირითადი ბაზა იქნება  ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრში (ჯიღაურას მეურნეობა), რომელიც  ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა ", - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016