7 მარტს, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი სიცოცხლე" საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაციას გაიმართავს.
პროექტი საქართველოს საპატრიარქოს, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფონდ „იავნანას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, სკოლებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები წიგნებს შეაგროვებენ, რომლებიც 63 რაიონის ასობით სკოლას გადაეცემა.
პროექტის მიზანია, რეგიონებში წიგნიერების დონის ამაღლება, რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნებით გამდიდრება და ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
პროექტის პარალელურად, სპეციალური ჯგუფები სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა მწერლისა და ნაწარმოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.