reportiori.ge - დადასტურდა, რომ საკმეველი კიბოს უჯრედებს კლავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:16
სხვადასხვა
დადასტურდა, რომ საკმეველი კიბოს უჯრედებს კლავს
ავტორი:
06 მარტი, 2014. 13:43


მეცნიერებმა შეძლეს, ნაწილობრივ აეხსნათ მათ მიერ გამოკვლეული, კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების განკურნების ფაქტი, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ საკმეველს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.


Marao.ge-ს ინფორმაციით, მათ მრავალჯერ დატესტეს საკმეველი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგი მიიღეს. საკმეველის არომატული ფისი ხსნის სხეულში ანთებას და მისი გავლენის ქვეშ ონკოლოგიური უჯრედები კვდება, კერძოდ კი, ის უჯრედები, რომლებიც საკვერცხეების კიბოს პროვოცირებას ახდენს.


ამერიკაში მოღვაწე მეცნიერ-იმუნოლოგი მაჰმუდ სუჰალი ამტკიცებს, რომ საეკლესიო საკმეველს ონკოლოგიაში დიდი სარგებლობა მოაქვს. ის წარმოშობით ერაყიდანაა და ნელსაცხებლებში ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ერაყის ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მრავალი წელია, რაც სხვადასხვა ნელსაცხებელს სამედიცინო დანიშნულებით აქტიურად იყენებს.


ხე, რომლიდანაც საკმეველი მიიღება, ეთიოპიაში, ინდოეთში, იემენსა და ომანის მთებში იზრდება. მის კვამლს ანტიდეპრესანტის მოქმედება აქვს, ხოლო მისგან მიღებულ ზეთს არომათერაპიის დროს გამოიყენებენ.


სუჰალმა საკმევლის ფისიდან მიღებული აქტიური ნივთიერებით ხსნარი დაამზადა, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. ხსნარს ამ ეტაპზე ცხოველებზე ცდიან.


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016