ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში ბუნებრივი აირის მონოპოლიზაციაზე „რეპორტიორთან" დეტალურად საუბრობს.
„საქართველოში ეკონომიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის გაზში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა. პრობლემას ქმნის კომპანია „სოკარი", რომელიც არის როგორც ქვეყნის გარედან გაზის შემომტანი, ასევე ქვეყნის შიგნით გაზგასამართი ქსელის მფლობელი. ამას კონკურენციის თეორიაში ეწოდება „კონკურენციის ვერტიკალიზაცია" და მას აქვს შესაძლებლობა საკუთარ გაზგამანაწილებელ ქსელს გაზი მიაწოდოს უფრო იაფ ფასებში, ვიდრე სხვა კონკურენტებს, რაც დარგში არათანაბარ პირობებს ქმნის. თუ ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, სხვა კომპანიები ამას დიდხანს ვერ გაუძლებენ. რეალურად, ეს მარტო ამ სექტორის პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ სექტორშია მსგავსი პრობლემები, ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც იქმნება გაერთიანებები, რომლებიც პრობლემებს ღიად სვამენ. დღეს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობდეს, ეს იქნება მათი ბერკეტი, რომ გაზის ინდუსტრიაში ასეთი ტიპის პრობლემებზე ზემოქმედება მოახდინონ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.