reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: წელს 5%-იანი ზრდის მიღწევა სავსებით რეალისტურია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:48
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: წელს 5%-იანი ზრდის მიღწევა სავსებით რეალისტურია!
07 მარტი, 2014. 11:49



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, მთავრობის პროგნოზს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ რეალისტურს უწოდებს.

 

ქადაგიძე მიიჩნევს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია, თუ საგარეო ფაქტორები გამორიცხული იქნება.

 

ვფიქრობთ,წელს 5%-იანი ზრდის მიღწევა სავსებით რეალისტურია. რა თქმა უნდა, არის რისკები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას - თითქმის ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. ამან, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ეკონომკაზე. თუ გამოვრიცხავთ საგარეო ფაქტორებს, წმინდა ეკონომიკური პროგნოზის თვალსაზრისით, 5%-იანი ზრდის მიღწევა სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

 

რაც შეეხება უკრაინის მოვლენებს - იქონია თუ არა ამან გავლენა ქართულ ეკონომიკაზე, ქადაგიძის განმარტებით, ჯერჯერობით შესაბამის ინფორმაციას არ ფლობენ.

 

 

ეს მონაცემები გვექნება პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, სწორედ ამის მერე შევძლებთ გავაკეთოთ კომენტარი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016