reportiori.ge - მთავრობამ ,,ბიოწარმოების შესახებ" შემუშავებული დადგენილება მიიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:56
ეკონომიკა
მთავრობამ ,,ბიოწარმოების შესახებ" შემუშავებული დადგენილება მიიღო
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 19:57

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ,,ბიოწარმოების შესახებ" შემუშავებული დადგენილება მიიღო. დადგენილების მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის მართვის მდგრადი სისტემის შექმნაა, რომელიც ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესის დაცვას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს იმ მწარმოებლების დაცვას, რომლებიც ბიოპროდუქციას აწარმოებენ. აღნიშნული დადგენილების მიღება ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
ბიოპროდუქციის წარმოება ფერმერს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღნიშნული პროდუქცია ძვირადღირებულია და საერთაშორისო ბაზარზე მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
,,ბიოწარმოების შესახებ" მთავრობის დადგენილება, რომელიც საქართველოს კანონის - ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 75-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შემუშავდა, მოიცავს წესებს, რომლითაც განისაზღვრება ბიომეურნეობის მართვა, ბიოპროდუქციის წარმოება, გადამუშავება, ნიშანდება, ეტიკეტირება, დისტრიბუცია, რეალიზაცია, ასევე ბიოწარმოების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016