reportiori.ge - კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:48
სამართალი
კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი მთავარ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 13:46

კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი, ირაკლი კილაურიძე საქართველოს მთავარ პროკურორ, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავსრეპორტიორი“ კილაურიძის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ"მოგეხსენებათ, კომპანია "დექსუსის" და კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აქვს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამოძიების ობიექტურად და სწორი მიმართულებით წარმართვას.  ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული საქმის მოცულობითი და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საქმის შესწავლა მოხდეს ფინანსურ ჭრილში, ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის გზით. თქვენ, როგორც უდავოდ კომპეტენტურ იურისტს, გაქვთ სოლიდური გამოცდილება კომპანიების სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია საფუძვლიანი ფინანსური შესწავლის გარეშე. ამის დასტურია ის, რომ კეთდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ცენტრ პოინტის მიერ გადმოცემული აქტივების ღირებულების, დექსუსის მიერ გაწეული სამუშაოს და კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებიმის გათვალისწინებით, რომ საქმე იწვევს ძალიან დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და აქვს განსაკუთრებული მოცულობითი ხასიათი, გვინდა გთხოვოთ, გამოძიების ეტაპზე საქმეში ჩართოთ ისეთი სპეციალისტები (აუდიტორული კომპანიები), რომელთა მიმართ არსებობს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG). გვესმის, რომ ასეთი სპეციალისტები ვერ მისცემენ ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას და ეს არც არის მათი ვალდებულება, არამედ ფინანსურ დოკუმენტაციას გაუკეთებენ სწორ ანალიზს და გასცემენ ობიექტურ დასკვნას. ისიც გვესმის, რომ გამოძიებაში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების ჩართვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობს საზოგადოებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება, როგორც ხსენებული საქმეა, დაგვეთანხმებით, რომ კარგი იქნება ამ პრაქტიკის ჩამოყალიბებაც. საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამოძიებაში სპეციალისტების ჩართვას, ვფიქრობთ, ისედაც განახორციელებდით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების მონაწილეობა გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაგარდა ამისა, გვესმის, რომ ხსენებულ საქმეში უშუალო მონაწილეობა კანონმდებლობის თანახმად, არ არის თქვენი, როგორც მთავარი პროკურორის, ვალდებულება. თუ გავითვალისწინებთ საქმის სირთულეს და აგრეთვე თქვენს პირად დიდ გამოცდილებას ამ კატეგორიის სამართლებრივ დავებში, გვინდა გთხოვოთ, რომ, შეძლებისდაგვარად უშუალოდაც ჩაერთოთ საქმის გამოძიებაში მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფადამასთან, აღნიშნული თხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას და ეჭვქვეშ ვაყენებთ კომპეტენციას. პირიქით, ვადასტურებთ, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს გამოძიების მიმართ ნდობის ან კომპეტენციის კუთხით ეჭვის შეტანისთვისვფიქრობთ, რომ იმ საშუალებებით, რომელთა გამოყენებასაც ამ წერილით გთხოვთ, მოხდება გამოძიების სწორი მიმართულებით იმგვარად წარმართვა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე და ამასთან უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი", - ნათქვამია არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016