reportiori.ge - ალექსანდრე მაკედონელის სიტყვა პორუსის არმიასთან ბრძოლის წინ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:32
სხვადასხვა
ალექსანდრე მაკედონელის სიტყვა პორუსის არმიასთან ბრძოლის წინ
ავტორი:
08 მარტი, 2014. 18:17


10 წლის განმავლობაში, სამშობლოს მოწყვეტილი და ბრძოლებით დაქანცული ალექსანდრე მაკედონელი და მისი ჯარი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. მათ მეფე პორუსისა და მისი უზარმაზარი არმიის წინააღმდეგობა უნდა დაეძლიათ. ჯარისკაცებს და მეთაურებს ეჭვი ეპარებოდათ ამ მიზნის შესრულების შესაძლებლობაში. მხოლოდ ალექსანდრა იდგა მედგრად და მტკიცედ სწამდა, რომ  მის ჯარს შეეძლო დაეძლია პორუსის არმიის წინააღმდეგობა. მაკედონელი თავისი მასწავლებლის, არისტოტელეს, წყალობით კარგად ფლობდა ადამიანის დარწმუნებისა და მოტივაციის მეთოდებს. იგი ახლაც შეეცადა გადაერწმუნებინა ჯარისკაცები და არმია გამარჯვებისაკენ წაეყვანა.


„არ გისაყვედურებდით რწმენა რატომ დაკარგეთ-თქო, რომ პირადად მე, თქვენს მეთაურს, თქვენთან ერთად არ გამეზიარებინა ჩვენი ყოველი წინსვლა და გამარჯვება და თქვენი გადაწყვეტილება უფრო ბუნებრივად მომეჩვენებოდა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთეთ, მხოლოდ რაიმე ჯილდოს გამო გაგეკეთებინათ, მაგრამ ვიცი, რომ ასე არაა!


მე და თქვენ ეს გზა ერთად გავიარეთ, გავერთიანდით, ვიბრძოდით და დაბრკოლებები არ გვაშინებდა. ესაა ჩვენი ნამდვილი ჯილდო და ღირსება! დაპყრობილი ტერიტორია თქვენ გეკუთვნით და მათი მმართველებიც თქვენივე წრეებიდან არიან არჩეულნი. და ახლა, როცა ამ საგანძურის უდიდესი ნაწილი თქვენს ხელში გადმოდის და აზია სისხლისგან იცლება, თქვენ უკან იხევთ...


მაგრამ მე წავალ იმაზე წინ, ვიდრე ამას ჩემი კმაყოფილება და ამბიციები მოითხოვს. გავამართლებ ყველა უკიდურეს იმედს, ავიხდენ ყველა აუხდენელ ოცნებას...


დღეს ვისაც სურს სახლში დაბრუნება, შეუძლია დაბრუნდეს. შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთი: დაბრუნდეთ ჩემთან ერთად ან ჩემს გარეშე, მაგრამ ვიცი, რომ მას, ვინც წავა, შეშურდება მათი, ვინც დღეს ჩემთან ერთად დარჩება!"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016