სპორტი
სპორტის სასახლე ძიუდოში გრან-პრის ტურნირს უმასპინძლებს
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
08 მარტი, 2014. 19:31
თბილისის სპორტის სასახლეში, 21-22 მარტს, ძიუდოში თბილისის გრან-პრი გაიმართება. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ამერიკული დოლარია.
ამ დროისთვის ტურნირში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.
საუკეთესო ძიუდოისტები, მამაკაცებსა და ქალებს შორის 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
თბილისის გრან-პრიზე დასწრება გულშემატკივრებს უფასოდ შეეძლებათ. ტურნირის პირდაპირ ტრანსლაცია კი, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19