reportiori.ge - თბილისში მინი-ფეხბურთის ტურნირი „საქართველოს დიპლომატიური თასი 2014“ იმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:31
სპორტი
თბილისში მინი-ფეხბურთის ტურნირი „საქართველოს დიპლომატიური თასი 2014“ იმართება
09 მარტი, 2014. 12:39



როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცხადებენ, ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სამთავრობო უწყებების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების გუნდები.

 

უწყების ცნობით, საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომელთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

 

მნიშვნელოვანია, რომ ტურნირს აქვს საქველმოქმედო ფუნქცია, რომელიც გულისხმობს საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების 10 საჯარო სკოლისთვის სასკოლო და სასპორტო ინვენტარით აღჭურვას“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს. გახსნის ცერემონია თბილისის სპორტის სასახლეში 7 მარტს შედგა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრნენ. ტურნირის დასკვნითი შეხვედრები, დახურვის და დაჯილდოების ცერემონია 9 მარტს, სპორტის სასახლეში ჩატარდება.

 

 

ნომინაციებში გამარჯვებულებს მთავრობის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დააჯილდოვებენ. ტურნირის ფინალურ მატჩს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016