ბიზნესმენმა მინდია გულიამ კონტრაქტის პირობები დაარღვია და საკალათბურთო ნაკრებ „სოხუმს“ დაფინანსება შეუწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, დაფინანსების ვადა მიმდინარე წლის მაინსში იწურებოდა, თუმცა ბიზნესმენმა უკვე ექვსი თვეა გუნდის დაფინანსება შეწყვიტა და ამის გამო მას 300 ათასი დოლარის დავალიანება ერიცხება.
„6 თვეა ვარჯიში გაუსაძლის მდგომარეობაში გვიწევს. ამჟამად დამფინანსებელს ვეძებთ. თუ დამფინანსებელი არ გამოჩნდა, კლუბი შეიძლება დაიშალოს“, - აცხადებენ კალათბურთელები.
10 მარტს საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ მოთამაშეები კლუბის მფლობელის მინდია გულუას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მომავალ ტურნირშიც არ ითამაშებს, სანქციები გარდაუვალია. გუნდს სუპერლიგიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება.