reportiori.ge - რა გავლენას ახდენს წყალი ადამიანზე - ის რაც ყველამ არ იცის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:11
სხვადასხვა
რა გავლენას ახდენს წყალი ადამიანზე - ის რაც ყველამ არ იცის
ავტორი:
10 მარტი, 2014. 11:22


ალბათ ყველამ იცის, რომ ორგანიზმი  წყალს საჭიროებს და მხოლოდ მისი  დახმარებით ახდენს თვითგაწმენდას.


წყალი ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელია  - იგი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, კვებავს უჯრედებს, გამოაქვს ტოქსინები.


დღეს ადამიანთა უმრავლესობა მშრალი საკვებით იკვებება და წყლის დეფიციტს მხოლოდ ორგანიზმისთვის არცთუ ისე სასარგებლო გაზიანი ტკბილი სასმელებით, ყავით, ჩაით ან კონსერვანტებიანი წვენებით ივსებს, თუმცა ეს შევსებაც არასრულყოფილია და ბევრი ადამიანის ორგანიზმი წყლის ქრონიკულ შიმშილს განიცდის. წყლის ნაკლებობაზე მეტყველებს რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც თავადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ: შარდი პერიოდულად მუქი და სუნიანი ხდება, კანი გამომშრალია, ადვილად იქერცლება, კანზე ხელის მოჭერისას წარმოქმნილი ნაოჭი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ სწორდება, დაქვეითებულია უჯრედთა რეგენერაციის უნარი.


წყალს სხვა სიკეთეებთან ერთად სხეულის კორექციის უნარიც გააჩნია. საზაფხულო ციებ-ცხელება კი უკვე დაიწყო. „რეპორტიორი" წყლის დიეტას გთავაზობთ, რომელიც ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და ჯანმრთელობასაც გაგუმჯობესებთ:


სვით დღის განმავლობაში რამდენიმე ჭიქა სასმელი წყალი მცირე ყლუპებით - ამით თქვენს თრკმელებს დიდ დახმარებას გაუწევთ.

 

დალიეთ თითო ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე და დაძინების წინ.  

 

ნუ დალევთ წყალს ჭამის დროს.

 

ნუ დალევთ ძალიან ცივ წყალს - იგი ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაძლოა სიმსუქნეც კი გამოიწვიოს.

 

დალიეთ ერთი ჭიქა წყალი უზმოზე

 

ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ 2 ჭიქა წყალი.  

 

არ დალიოთ წყალი ჭამის დროს და კვების დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში.

 

წყლის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს დღეში 2 ლიტრს. ამაში არ იგულისხმება ჩაი, ყავა და მსგავსი სასმელები. თუ სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან მოკლე დროში გსურთ, მაშინ უმჯობესია, თუ რაციონიდან, წყლის გარდა, სხვა ყველა სასმელს ამოიღებთ.

 

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ წყლის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გულის ან თირკმელების უკმარისობა აწუხებს.

 

დააკვირდით თირკმელების მუშაობას, მიღებული სითხის ოდენობა გამოყოფილისას არ უნდა აღემატებოდეს".

 




(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016