reportiori.ge - უარი თქვი რიგ ჩვევებზე და იყავი ბედნიერი ახლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:42
სხვადასხვა
უარი თქვი რიგ ჩვევებზე და იყავი ბედნიერი ახლა!
ავტორი:
11 მარტი, 2014. 11:42



ჩვენ სულ ძიებაში ვართ. მთელი ცხოვრება ვეძებთ სიხარულს, სიყვარულს, წარმატებას, ბედნიერებას. ამ ძიებაში შეიძლება რამდენიმეჯერ გამოვიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, პარტნიორები,  ბიზნესი და მეორე ნახევარიც კი, მაგრამ ვერ მივაღწიოთ საწადელს. მაშინ გვიპყრობს საოწარკვეთა, ბრაზი, სიძულვილი, მიგვაჩნია, რომ მთელმა სამყარომ ზურგი გვაქცია და გვიჩნდება პრეტენზიები ყველას და ყველაფრის მიმართ.

 

„კი მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!“ – ვფიქრობთ ან გავიძახით აღშფოთებულები, – „სად არის ჩემი წილი ბედნიერება, როდის და როგორ უნდა ვიპოვო ის“ – და ვერ ვხვდებით, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა, რომ ბედნიერებას ვერ იპოვი რამდენჯერაც არ უნდა შემოიარო  დედამიწა, რადგან ამ ბედნიერების წყარო თვითონ ჩვენშია.

 

მის მოსაძებნად ექსპედიცია უნდა მოვაწყოთ არა სამყაროს კიდემდე, არამედ საკუთარ თავში და გავარკვიოთ რა ხდება იქ,  რადგან  ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვიღებთ, წარმატება თუ წარუმატებლობა, ბედნიერება, თუ უბედურება, არის გარემომცველი სამყაროს ადეკვატური რეაქცია მანამდე ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

 

მაშ ასე, უარი ვთქვათ რიგ ჩვევებზე და ვნახავთ, თანდათან როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

1.   არ მოითმინოთ ის, რაც არ მოგწონთ;

 

2.    უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც ანგრევენ თქვენს თვითშეფასებას;

 

3.    არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები;

 

4.    მოიშორეთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი;

 

5.    არ მიჰყვეთ ცხოვრების დინებას და არ აირჩიოთ მარტივი გზები;

 

6.    არ დამალოთ თქვენი გრძნობები და აზრები;

 

7.    ნუ შეგეშინდებათ გარისკვის!

 

8.    არ უგულვებელყოთ საკუთარი გრძნობები სხვების ხარჯზე!

 

9.   მოიშორეთ სურვილი, ყველას მოეწონოთ;

 

10. არ დაივიწყოთ მშობლები და ახლობლები!

 

11. შეეცადეთ, თავისუფალი დროი ოთხ კედელში არ გაატაროთ!

 

12. შეეცადეთ უფრო მეტად პუნქტუალური გახდეთ.

 

13. საკუთარი თავი არ განიკითხოთ!

 

14. არ შეგეშინდეთ შეცდომების!

 

15. დავიწიყეთ წინადადება არ შემიძლია“!

 

16. საკუთარი თავი არასდროს შეადაროთ სხვებს!

 

17. წარსულზე  არასდროს ჩაიციკლოთ!

 

18. არ იფიროთ მხოლოდ მომავალზე;

 

19. არ იწუწუნოთ ცხოვრებაზე!

 

20.   შეეცადეთ მოიშოროთ წყენა!

 

21.  არასდროს შეიძინოთ და შეინახოთ უსარგებლო ნივთები!

 

22.  არ აიღოთ საკუთარ თავზე ყველაფრის მოგვარება!

 

23.  დაიმახსოვრეთ, რომ არ არის აუცილებელი სრულყოფილი იყოთ;

 

24.   არ აირიდოთ პასუხისმგებლობა!

 

25.  არასდროს გასცეთ ისეთი პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებთ;

 

26.   არასდროს იფიქროთ ცუდზე!

 

27.   შეეცადოთ იყოთ თამამი!

 

28.   არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები!

 

29.  არ შეგშურდეთ სხვების წარმატების!

 

30.   შეეცადეთ მუდმივად კარგ ხასიათზე იყოთ.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016