reportiori.ge - იგორ კოკოშკოვი საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელად რჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:48
სპორტი
იგორ კოკოშკოვი საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელად რჩება
11 მარტი, 2014. 12:55



საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისევ იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს. როგორც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში აცხადებენ, თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია.

 

ახალი ხელშეკრულების თანახმად,  კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2014 და 2015 წლების მატჩებში უხელმძღვანელებს.

 

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებთან 2008 წლიდან მუშაობს, როცა ნაკრები ევროპის  B  დივიზიონში ასპარეზობდა. სერბი თავკაცის ხელმძღვანელობით კალათბურთის ეროვნული ნაკრები პირველივე ციკლში A დივიზიონში გადავიდა,  საიდანაც  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

 

2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთის ნაკრები კონტინენტის 11 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. 2013 წელს სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის თამაშების შემდეგ იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ამოეწურა.

 

 

ცნობისთვის: საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად კიდევ ერთ სერბ  სპეციალისტს განიხილავდა, თუმცა არჩევანი კვლავ კოკოშკოვზე შეჩერდა. მოლაპარაკებები 10 მარტს დასრულდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016