reportiori.ge - დემურ გიორხელიძე: მთავრობის პირველი აშკარად გამოვლენილი სისუსტე - ტარიფები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:41
ეკონომიკა
დემურ გიორხელიძე: მთავრობის პირველი აშკარად გამოვლენილი სისუსტე - ტარიფები
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 12:45

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე ენერგო ტარიფებთან დაკვშირებით კახი კალაძის განცხადებას  ეხმაურება. როგორც მან „რეპორტიორთან" აღნიშნა ენერგო ტარიფებთან მიმართებაში არაფერი არ გაკეთებულა, რისი გაკეთებაც შესაძლებლი იყო. შეგახსენებთ, კახი კალაძემ გორის მუნიციპალიტეტში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ენერგო ტარიფებზე ისაუბრა. მისის თქმით ტარიფების შემცირების კუთხით ამ ეტაპზე მაქსიმუმია გაკეთებული.

ეს მინისტრი ებს ურევს ერთმანეთში, - რა მიზნით?! არაფერიც არ გაკეთდა, რაც გასაკეთებელი იყო და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა! და, რომ არ გაკეთდა, ეს კალაძის სისუტეა, პირველ რიგში!

3 თვე ინტენსიურად ვეწინაამდეგებოდი ამ ნახევარ-ღონისძიებებს, რაც გაატარეს. ეს იყო ავრობის პირველი აშკარად გამოვლენილი სისუსტე - ტარიფები!

ცხადია, ინტერესთა ჯგუფებმა ზეწოლა მოახდინეს ავრობაზე და უზარმაზარი მოგებები გარანტირებული გახადეს. კიდევ უფრო სასაცილო დაკლება ბუნებრივ აირზე მოხდა. მაშინ, როცა მე დეტალური გაანგარიებები გადავეცი საზოგადოებრივ მაუწყებელს,  ხმა ვერ ამოიღეს და 5 თეთრით ეამცირეს მხოლოდ."

ექსპერტის აზრით, ქვეყანაში ადამიანები დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას ვერ ახერხებენ, რადგან მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა არ აქვთ.

„ათასობით ადამიანი ვერ ახერხებს დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, რადგან ფინანსები ხელმიუწვდომელია, მთავრობას არანაირი ხელშემწყობი პროგრამები არ აქვს ე.წ. 'სტარტ-აპპ"-ისთვის. საკანონმდებლო ცვლილებებიც სუსტია. წინა ხელისუფლებასთან ასოცირებული მონოპოლური ჯგუფები, რომლებმაც გასულ წელს 7 მილიარდ ლარამდე სუფთა მოგება მიიღეს, არ აქტიურობენ და სიტუაციას ელიან. ფული კონცენტრირებულია მახინჯ საბანკო სისტემაში. ასეთ პირობებში  რა უნდა ქნან ადამიანებმა?"- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016