reportiori.ge - ლეგალური წამება ციხეებში - როგორ გამოიყენება აშშ-ში წიწაკის გაზი (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:14
სხვადასხვა
ლეგალური წამება ციხეებში - როგორ გამოიყენება აშშ-ში წიწაკის გაზი (ვიდეო)
ავტორი:
11 მარტი, 2014. 17:43



ინტერნეტში აშშ-ს ციხეში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც სამართალდამცველები პატიმარს წიწაკის გაზის გამოყენებით აწამებენ.

 

პატიმარ პოლ შლოსერს საპატიმროს თანამშრომლები კაპიტან შონ უელჩის ბრძანებით  წიწაკის სითხეს სახეზე ასხამენ, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი სახის სპეცსაშუალებების გამოყენება საქართველოშიც დასაშვებია. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

 

პარლამენტის  მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ სპეციალურ საშუალებათა სია, რომელთა გამოყენებაც პატიმრებთან მიმართებაში დასაშვებია.

 

სპეცსაშუალებებს შორისაა: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.

 

აღნიშნულ სპეცსაშუალებების ლეგალურად გამოყენებას  სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა  „ჰუმანიზაციისკენ მიმართული ცივილური კოდექსი უწოდა.  რომელიც ევროპულ წესებთან და გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის". 

 


 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016