reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ისრაელი არის ქვეყანა, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:43
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ისრაელი არის ქვეყანა, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება
12 მარტი, 2014. 14:46



„ისრაელი არის ქვეყანა, რომლისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ განაცხადა, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

 

მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის ფორუმის ჩატარება უკვე ტრადიციადაა ქცეული.

 

„წელს წარმოდგენილი კომპანიები ძირითადად მუშაობენ მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ესაა, ალბათ, ისრაელის ყველაზე ძლიერი მხარე, რაშიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება თანამშრომლობა. ეს კომპანიები ფლობენ ახალ ტექნოლოგიებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ესაა ქვეყანა, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მისი თქმით, ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებთან ახლადშექმნილი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო ითანამშრომლებს.

 

 

„ჩვენ მიერ შექმნილი ახალი სააგენტო ითანამშრომლებს ამ კომპანიებთან, რომ პროდუქტიულობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვნად გაიზარდოს. საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული  და სოფლის მეურნეობა ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც. ჩვენ გვინდა, რომ ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ და ისრაელი ის ქვეყანაა, რომელთან ერთადაც შესაძლებელია ამის გაკეთება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016