reportiori.ge - „ფეისბუქის“ გვერდი ქეთი მელუას ბაბუას გვაცნობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 07:43
ყვითელი
„ფეისბუქის“ გვერდი ქეთი მელუას ბაბუას გვაცნობს
ავტორი:
12 მარტი, 2014. 18:59



სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნილია გვერდი „Humans from Tbilisi/ადამიანები თბილისიდან“, რომელიც ქართველი მომღერლის ქეთი მელუას ბაბუას გვაცნობს.

 

დავამთავრე პლეხანოვის უნივერსიტეტი მოსკოვში,დავიცავი უმაღლესი ხარისხი. მყავს 3 შვილიშვილი - ერთ-ერთი მათგანი ქეთი მელუაა. ქეთის ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა სმენა. ჩემმა მეზობელმა მოამზადა და პირველად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა. მამამისმა გაიმარჯვა პროექტში და მოსკოვში წავიდა ქეთისთან ერთად. ამის შემდგომ კი ქეთი ინგლისში წაიყვანა. ახლა ქეთის თავისი მსმენელი ჰყავს, რადგან თავისებური მუსიკალური სტილი აქვს. ის ძირითადად სიყვარულზე მღერის“, - აცხადებს ბაბუა.

 

წარმოშობით ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოღვაწეობს და დედოფალ ელისაბედის საყავრელ მომღერლადაც ითვლება. ქეთი საკმაოდ პოპულარულია და დროდადრო საქართველოსაც სტუმრობს. ჟურნალ „Daily Mail“-თან ინტერვიუში საუკეთესო მოგონებად სწორედ ბაბუასთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებდა.

 

„ეს იყო საქართველოში, ბაბუასთან ერთად ბინაში ცეკვა. ეს კომუნიზმის დღეები იყო. 3 წლის ვიყავი და მის ფეხებზე ვცეკვავდი. ეს საუკეთესო მოგონებაა“, - აცხადებს ქეთი მელუა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016