reportiori.ge - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:45
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 16:15

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა.  

დელეგაცია საქართველოში გერმანიის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით ჩამოვიდა,  მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. 
"ტაჯიკეთის დელეგაცია ეცნობა იმ რეფორმებს, რომლებიც ბოლო წლებში გავატარეთ. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკურ მხარეს ეხმარება გერმანიის ცენტრალური ბანკი. სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე შეარჩიეს საქართველო გამოცდილების გასაზიარებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. ჩვენ შევთანხმდებით თანამშრომლობის გზებზე და გამოვძებნით საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ." _ აცხადებს  გიორგი ქადაგიძე.
ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებს შთამბეჭდავი  უწოდა. 
"ამ რეფორმებმა დიდი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად საბანკო სექტორის განვითარების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება." - აღნიშნა შირინოვმა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ყვარელსაც ეწვევიან და ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსაც დაათვალიერებენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016