reportiori.ge - დავით ნარმანია: თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:08
რეგიონები
დავით ნარმანია: თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება
14 მარტი, 2014. 17:25



თბილისი- რუსთავის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა 20 აპრილს დაიწყება და 17 თვეში დასრულდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისისდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება.

 

სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია სინოჰიდრო კორპორეიშენ ლომიტედს შორის უკვე გაფორმდა.

 

პირველი და მესამე მონაკვეთების ღირებულება 88,761,128, 95 ლარია. რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, მისი დეტალური პროექტის მომზადება დასრულებულია და აზიის განვითარების ბანკშია გადაგზავნილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

 

თბილისი-რუსთავს მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.

 

როგორც პროექტის წარდგენისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებში ქართველები დასაქმდებიან.

 

 

ამ მაგისტრალის თემაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ყველა საკითხი, რაზეც არსებობდა კითხვის ნიშნები, მოწესრიგებულია. ტენდერი ჩატარდა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, გარდა ამისა, ჩვენ ამ პროცედურების გავლის შედეგად მივაღწიეთ არა მხოლოდ იმას, რომ ტექნიკურად დაზუსტდა დოკუმენტაცია, არამედ მივაღწიეთ იმასაც, რომ მუშახელი, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე იმუშავებს, 100% ქართველები იქნებიან, საინჟინრო პერსონალი კი მინიმუმ 70% იქნება ქართველი. გზა, რომელიც გაკეთდება თბილისსა და რუსთავს შორის, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე იქნება მორგებული, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016