საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ერთა თასის დასკვნით მატჩში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 22:9 დაამარცხა. პირველი ტაიმი ქართველების სასარგებლოდ ანგარიშით 16:9 დასრულდა.
„ბორჯღალოსნებმა" პირველი ლელო 26-ე წუთზე დადეს. საქართველოს ნაკრების შეტევა დავით ზირაქაშვილმა დააგვირგვინა.
ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ასევე საქართველოს რაგბის ნაკრები ერთა თასის მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გახდა და მასვე დარჩა ანთიმოზ-ივერიელის სახელობის თასი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ რაგბის მატჩს საქართველოსა და რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტადიონზე იმყოფებოდნენ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.