reportiori.ge - რატომ არ უნდა მივირთვათ გაზიანი სასმელები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:52
სხვადასხვა
რატომ არ უნდა მივირთვათ გაზიანი სასმელები?
ავტორი:
15 მარტი, 2014. 21:57

გაზიანი სასმელები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მათი უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს, ემულგატორებს შეიცავს. გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, ნაადრევ დაბერებას იწვევს. ფოსფატი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს სასმელს, კანსა და კუნთოვან ქსოვილს აშრობს.


კვლევებმაა დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 2 ქილაზე მეტ გაზიან სასმელს სვამენ, ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ თირკმლის დაავადებები, მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას წვენებს ან მინერალურ წყალს ანიჭებს.
გაზიანი სასმელების მიღება 3 წლამდე ბავშვებისათვის კატეგორიულად აკრძალულია.

არ შეიძლება გაზიანი სასმელების მიღება მათთვის, ვისაც კუჭის დაავადებები, დიაბეტი, ალერგია აწუხებს. მედიკოსები ვარაუდეობენ, რომ თირკმელში კენჭების გაჩენის მიზეზი ფოსფორის მჟავაა, რომელსაც ამამჟავებლად იყენებენ. მათ, ვისაც წონის დაკლება სურს ან ჭარბი წონის პრობლემა აქვს გაზიანი სასმელი საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან. არსებობს კვლევები, რომ გაზიანი ტკბილი სასმელები აორმაგებს სიმსუქნის ალბათობას, ასევე ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას, რაც მომავალში ოსტეოპოროზის გაჩენის მიზეზი ხდება. მნიშვნელოვანია ბავშვების რაციონში გაზიანი ტკბილი სასმელები ჩანაცვლდეს რძით, ნატურალური წვენებით, წყლით. წყლის მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ ის უკალორიოა.


ყველაფერთან ერთად, გაზიანი სასმელები აფუჭებს კბილებს, აზიანებს მინანქარს. სტომატოლოგები გვირჩევენ, რომ ასეთი სასმელების მიღების შემდეგ კბილები რამდენიმე ხნის დაყოვენების შემდეგ გავიხეხოთ.



(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016