„მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პროექტის მოსარგებლე ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აგრობარათი „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური საბანკო ბარათია და მისი აღება ფერმერებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში (საქართველოს მასშტაბით) შეუძლია.
აგრობარათზე დარიცხული 50 ლარის შესაბამისი 50 ქულის მეშვეობით, მოსარგებლეებს შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში.
დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 900 მაღაზიაა რეგისტრირებული.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 107 192 აგრობარათია გაცემული.
„მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში დახმარებას 800-მდე ფერმერი მიიღებს.
საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში უკვე მოხნულია 25 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.