რეგიონები
გუდაური -კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია
ავტორი: ლილუ მიროტაძე
18 მარტი, 2014. 12:22
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იტყობინებიან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამ დროისათვის, შეზღუდვა რჩება მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი შუადღემდე მოიხსნება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57