reportiori.ge - ზურაბ აბაშიძე ეჭვის გასაფანტად რუს კოლეგებს ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:41
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე ეჭვის გასაფანტად რუს კოლეგებს ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას სთავაზობს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 15:44

საქართველოს ტერიტორიაზე შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გენადი ონიშენკოს უკმაყოფილებაზე, ზურაბ აბაშიძემ „რეპორტიორთან“ კომენტარი გააკეთა: „ყველა აკეთებს ისეთ განცხადებას, როგრსაც საჭიროდ თვლის.  ჩვენი პასუხი ასეთია: თუ ვინმე ეჭვის თვალით უყურებს შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორიას, შეუძლიათ ჩამოვიდნენ, ნახონ რა და როგორ  კეთდება. ეს არის ღია ლაბორატორია. არანაირი საიდუმლო ამაში არაა. ყველას შეუძლია მის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, რუს სპეციალისტებსაც“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშნეკომ განცხადება გააკეთა, სადაც საქართველოდან რუსეთში გავრცელებულ ე.წ. „ღორის ჭირზე“ ისაუბრა. მან საქართველოში არსებულ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირებითაც გამოთქვა უკმაყოფილება. „რუსეთმა გახსნა ბაზარი ქართული ალკოჰოლისთვის, თუმცა საქართველოს ტეროტორიაზე ისევ აგრძელებს მუშაობას შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს ხელისუფლებას. რუსეთი იძულებულია დახარჯოს ფული იმისთვის, რომ მოკავშირეების უსაფრთხოება დაიცვას. გასულ წელს რუსეთმა 15 მილიონი რუბლი გამოიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის სპეციალური ტექნიკის შესაძენად,  რათა აღეკვეთათ საფრთხე, რომელსაც საქართველოში არსებული მიკრობიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს“, – განაცხადა ონიშნეკომ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016