reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: კარიერას „დორტმუნდთან“ მატჩით დავასრულებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:25
სპორტი
ლევან კობიაშვილი: კარიერას „დორტმუნდთან“ მატჩით დავასრულებ
ავტორი:
20 მარტი, 2014. 11:15


ბერლინის "ჰერტას" ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი კარიერას 10 მაისს დაასრულებს. როგორც კობიაშვილმა გაზეთ "ლელოს" განუცხადა, მისი გაცილების მატჩი ბერლინის "ჰერტასა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის დაპირისპირება იქნება.

 

"დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მაისს "ჰერტას" შემადგენლობაში ბოლო მატჩს ჩავატარებ და 95 პროცენტით კარიერასაც სწორედ "დორტმუნდთან" მატჩით დავასრულებ", -  აღნიშნა კობიაშვილმა.


ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. კობიაშვილს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გაიტანა.


კობიაშვილის პროფესიული  კარიერა რუსთავის "გორდაში", 1993-1994 წლების სეზონში დაიწყო, შემდეგ თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, საიდანაც ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.


1998 წლიდან ლევან კობიაშვილი გერმანიაშია, სადაც "ფრაიბურგისა" და "შალკეს" ღირსებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი კი ბერლინის "ჰერტაა". ლევან კობიაშვილი 36 წლისაა.


(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016