reportiori.ge - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:11
რეგიონები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობაზე რჩება
20 მარტი, 2014. 13:02


აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე თანამდებობაზე რჩება. საკითხს დღეს უყარეს კენჭი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმრავლესობის 13-მა დეპუტატმა, ხოლო უმცირესობის რვა ხმა ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კენჭისყრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა.


ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. ძალიან უხერხულია საკითხის დასმა იმ გუნდის წევრებისგან, რომელთა პრეზიდენტმაც კერძო რეისებით ფრენა დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა. ჩვენ უმრავლესობა ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ", - აღნიშნა დავით ბაციკაძემ.


ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით დადგა. როგორც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ განაცხადა, ავთანდილ ბერიძის ავტომობილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მთელი რეგიონი გაილანძღა. მისივე აზრით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იუმორისტული გადაცემების გმირად იქცა, რეგიონის პირველ პოლიტიკურ პირად არ უნდა ითვლებოდეს. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ესწრებოდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016