იმ სოფლებისთვის, რომელთა მოსახლეობა 50 ადამიანზე ნაკლებია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება წელს 1 102 000 ლარით გაიზარდა. ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. საკითხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
როგორც „რეპორტიორს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეისთვის, მცირეკომლიანი 551 სოფელია ახმეტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წელს 49 951 407 ლარი გამოიყო.
ამ პროგრამით განსახორციელებელი პროექტები, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალ შესაძლებლობას იძლევა.