reportiori.ge - თამარ კინწურაშვილი და ლევან გახელაძე ერთმანეთს დაერივნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:03
პრეს-დაიჯესტი
თამარ კინწურაშვილი და ლევან გახელაძე ერთმანეთს დაერივნენ
ავტორი:
20 მარტი, 2014. 17:23

პრესაში გამოქვეყნებულმა სტატიებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭმულ-აორთქლებული მილიონების შესახებ ქართულ მედიასივრცეში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის კი არა და, პროკურატურისა თუ კონტროლის პალატათა დასკვნის შიშით კულუარებიდან მოუწიათ გამოძრომა ლევან გახელაძესა და თამარ კინწურაშვილს. ორივე მათგანმა თავიანთ „ფეისბუკის" გვერდებზე ისეთი ვითომდა საჯარო განცხადებები აკეთეს, რომლის შინაარსი სრულიად გაუგებარი დარჩა საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის. თუმცა, ეს განცხადებები მათთვის არც იწერებოდა: კინწურაშვილი გახელაძეს უთვლიდა, თუ არ შეწყვეტ ჩემკენ თითის გამოშვერას და ბრალდებებს კულუარებსა თუ სხვა გამოსვლებში, მაგ თითს... მოგაჭრიო. გახელაძე კი პასუხობდა: აბა, მე რა ვქნა, საკუთარ თავს ხომ არ მოვჭრი თავსო.


კინწურაშვილ-გახელაძის ფარული დაპირისპირება ამ სტატიებამდე ბევრად ადრე დაიწყო, ზუსტად მაშინ, როდესაც გახელაძემ ბორდი ჩაიბარა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტშიც ჩაიხედა. მაშინ არ უფიქრია, მაგრამ მოგვიანებით მაუწყებლის ბიუჯეტში განუსჯელი პარპაშის რამდენიმეწლიანი ციკლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ, თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ნაციონალები „გადავარდებოდნენ", დაკარგულ 33 მილიონს ვინმე უსათუოდ მოიკითხავდა. არადა, ვინ იფიქრებდა 2012 წლის თუნდაც აგვისტოში, რომ ნაციონალურ ხელისუფლებას წყალი „შეუდგებოდა" და ასე საათივით აწყობილი „საქმე" საზმაუში გახელაძე-კინწურაშვილიანად ყოფილ ხელისუფლებას თავზე დაემხობოდა.


ამიტომაც, ვიდრე ხადური საქვეყნოდ მწარე-მწარე განცხადებებს გააკეთებდა, გახელაძემ ოპოზიციად ქცეულ ნაციონალთა ოფისში მიმოსვლას მოუხშირა და სხვათა შორის, ხმები დაყარა, რომ კინწურაშვილს საზმაუს ბიუჯეტის შეჭმა „ზომაზე მეტი" მოუვიდა და დღეს-ხვალ გასახეთქად მომზადებული სკანდალი მარტო მე თუ დამბრალდება, იძულებული გავხდები, პირი გავაღო და ყველაფერი ვთქვაო. კინწურაშვილამდე ეს ხმები, რასაკვირველია, მივიდა. გაცხარებულმა ბოკერიას ყოფილმა მოადგილემაც ყოფილ შეფებს შეახსენა საზმაუს გავლით პარტიაში გარეცხილი ფულების შემოდინება და ურჩია, რამე არ დამბრალდეს, თორემ პირი მეც მაქვს და სტატიების წერა და ჭორების დაყრა როგორი ვიცი, დაგანახებთო.


ასე იყო თუ ისე, სამშაბათს გახელაძემ და კინწურაშვილმა ისეთი მესიჯები უგზავნეს ერთმანეთს და ისეთი ბრალდებების კორიანტელი დააყენეს, მის შინაარსს მხოლოდ „ნაცმოს" ძალიან ბობოლა წევრები თუ გაიგებდნენ, თორემ რიგით მკითხველზე ან ადრე ვინ ფიქრობდა, ან ახლა?...


მარადიული „ნაციონალური ყოფნის" გეგმა „1-ლ არხზე"


კიევში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ მიტინგებზე, ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი კადრში გამოსაჩენ, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დგას და კომენტარებს არიგებს. რამდენი წელიც უნდა მიუსაჯონ ვანო მერაბიშვილს, ის მაინც უახლოეს ხანებში დატოვებს საპატიმროს, როგორც იულია ტიმოშენკო, რადგან უსამართლოდ რეპრესირებული ეროვნული ძალები უთუოდ გაიმარჯვებენ მტარვალ და სისხლისმსმელ მთავრობაზე, ასეა ესო. ძნელი სათქმელია, მართლა გულწრფელად სჯერა თუ არა სააკაშვილს საკუთარი ჩაგრულობის, ამგვარი განცხადებები უფრო საკუთარი მომხრეების დასამშვიდებლად კეთდება, რომლებიც უხვად არიან ყველა სახელმწიფო და სტრატეგიული ობიექტის სათავეში, საარჩევნო შტაბებში, სასამართლოებში, პოლიციაში და რასაკვირველია, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც.


სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის ხანაში „1-ლ არხზე" „ნაციონალური მოძრაობის" ნებართვის გარეშე დაცემინებაც კი იკრძალებოდა. ამიტომაც, არავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით, რომ კინწურაშვილ-ყუბანეიშვილ-ჭანტურიას მორადგილეებიც 100%-იანი ნაციონალები იყვნენ და არხზეც „დედა პარტიის" ინტერესებს განუხრელად ატარებდნენ. ამიტომაც 1-ლი ოქტომბრის საარჩევნო რეალობა მათთვის ძალზე ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. პირველი, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის „შესანარჩუნებლად" ბრძოლა დაიწყო, ლევან გახელაძე იყო. ახალი კანონმდებლობისთვის საპრეზიდენტო ვეტოც სწორედ მან და მისმა ლობისტებმა გამოიმათხოვრეს სააკაშვილისგან და აგონიაში მყოფი პრეზიდენტი დაარწმუნეს, თუ მაუწყებლობის შესახებ ახალ კანონპროექტს ვეტოს დაადებ, პარლამენტში შევძლებთ „ოცნების" ზოგიერთი დეპუტატის გადმობირებასო. სააკაშვილმა სამჯერ ჰკითხა გახელაძის ლობისტებს, დარწმუნებულნი იყვნენ თუ არა არჩეული სტრატეგიის სისწორეში და მათაც დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ ღირდა კი არა, აუცილებელიც იყო „პირველი არხის" შენარჩუნება, როგორც სტრატეგიული საინფორმაციო არხისა კვესიტაძე-პაიჭაძის თოქშოუებით და ხათუნა ბერძენიშვილის საინფორმაციო იდეოლოგიით. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო მარტივად გადალახა და ახალი კანონი მაუწყებლის შესახებ ძალაში შევიდა. გახელაძის სტრატეგიამ მაშინ პირველი დიდი მარცხი იგემა, რამაც სერიოზულად შეურყია ავტორიტეტი თანაგუნდელების თვალში.


არხზე გიორგი ბარათაშვილის მოსვლისთანავე ძირეული ანტინაციონალური საკადრო რყევა განხორციელდა. მართალია, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობის ლიკვიდაციამ პირველად შეიწირა ბარათაშვილის თანამდებობა, მაგრამ ეს მსხვერპლი ნამდვილად ღირდა ბერძენიშვილის ერთხელ და სამუდამოდ არხიდან „გადასაშენებლად". ბერძენიშვილს მიჰყვა კვესიტაძე-პაიჭაძე და რამდენიმე ნაციონალი თანამდებობის პირი. დღეის მდგომარეობით კი არხზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე მეორედ დაბრუნებული ბარათაშვილის 6 მოადგილიდან ნაწილი მაინც ნაციონალური ხელისუფლების „ერთგული ჯარისკაცია".


რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით დაკომპლექტებულ ბორდს, მათი ნომერ პირველი ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა: ვადაგასულები სასწრაფოდ უნდა გადასულიყვნენ არხის მენეჯმენტში და იქ მმართველი პოზიციები დაეკავებინათ. ასე მაგალითად, დავით კანდელაკს ტელეფილმების ხელმძღვანელის პოზიცია (შესაბამისი მაღალი ანაზღაურებით, აბა ჩიორა თაქთაქიშვილის „ბიძასა" და აკო მინაშვილის პროტეჟეს რაღაც „საკენკს" ხომ არ აკადრებდნენ?!), გიორგი მელაძეს პოლიტიკურ-ანალიტიკური განყოფილების უფროსობა, კადრების ხელმძღვანელისა და მთავარი პროდიუსერის თანამდებობა ჯერ კიდევ ნაციონალების ხელში იყო, ხოლო რაც შეეხება ბორდის თავმჯდომარისა და იმ წევრების უფლებამოსილებას, რომელთა ვადა სამ, ოთხ და ხუთ წელიწადში იწურებოდა, ამერიკისა თუ ევროკავშირის ელჩების აქტიური ძალისხმევითა და ზეწოლით, ეგება რამენაირად შენარჩუნებულიყო. ასე რომ, ნაციონალთა მარადიული „ყოფნის" იდეა, ერთი შეხედვით, არც ისე აუსრულებელ ოცნებად გამოიყურებოდა „1-ლ არხზე".




(ლევან მაჭუტაძე, გაზეთი „ალია")

ნაწილი 1 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016