reportiori.ge - აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:18
რეგიონები
აზერბაიჯანის მოქალაქე მარგველაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
ავტორი:
20 მარტი, 2014. 17:41


აღალარლი დაშგინიმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გააგზავნა წერილი ციხიდან. მას აზერბაიჯანის ხელისუფლება გადასახადების დამალვისთვის ეძებს, ლტოლვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აზერბაიჯანში გადასახადების დამალვის მოტივით პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად რომ ასამართლებენ, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ბრალდებულის ადვოკატი პაატა ბერიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის მოქალაქე უკანონოდ დააპატიმრა.


48 წლის აღალარლი დაშგინს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ამირან ძაბუნიამ  სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება. აღალარლი დაშგინი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო ეძებს.   აზერბაიჯანის მოქალაქე წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა უკრაინისა და თურქეთის სამართალდამცავებმა იგი არ დააპატიმრეს  და  მან თავისუფლად შეძლო საქართველოს საზღვართან მოსვლა.



დანაშაული, რომლის ჩადენასაც მედავება აზერბაიჯანის სახელმწიფო, არ ჩამიდენია, ვეწეოდი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ვაკრიტიკებდი მოქმედ ხელისუფლებას, რის გამოც მდევნიდნენ. სწორედ ამ დევნის გამო იძულებული გავხდი, გასული წლის ივნისში დამეტოვებინა სამშობლო და თავი შემეფარებინა მეზობელი სახელმწიფოებისთვის. დანაშაული", რომლის ჩადენასაც მედავებიან, მოხდა 2010 წელს, მას შემდეგ სამი წელი ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში და შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიმცეს მაშინ, როცა 2013 წლის ივნისში დავტოვე ჩემი ქვეყანა და ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი თურქეთიდან დავიწყე აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა", - წერს ბრალდებული წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა, მისი ასლი კი ბრალდებულის ადვოკატმა ბათუმელებს" მიაწოდა.



 (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016