შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა.
კენჭისყრამ გუნდები ასე დააწყვილა:
„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“
„რეალი“ – „ბორუსია“
„პსჟ“ – „ჩელსი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ბავარია“.
შიდაესპანურ დაპირისპირებაში ფავორიტი კატალონიური კლუბია, თუმცა ათლეტები ამ სეზონში არავის ეპუებიან და აკი „მილანის“ სახით ერთი გრანდი გზიდანაც ჩამოიცილეს.
სამეფო კლუბისა და დორტმუნდელების დაპირისპირებაშიც, ფსონს უმეტესობა ესპანელებზე ჩამოვა, თუმცა გერმანელების ძლეული „რეალიც“ გვახსოვს, არც თუ დიდი ხნის წინ.
ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოცნობა უაღრესად ძნელი იქნება. ერთ მხარეს საოცარ ფორმაში მყოფი იბრაჰიმოვიჩი და მეორე მხარეს მრავლისმნახველი ჟოზე მოურინიო. ამათგან რომელი გადაძალავს, წინასწარ ვერავინ იტყვის.
თუ ვინმეს არ გაუმართლა ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“; ამ ფორმაციის „ბავარიასთან“ დაჭიდება თითქმის წარმოუდგენლად მოსჩანს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ „წითელი ეშმაკების“ გამოცდილებას და რუნი-ვან პერსის დუეტს.
წილისყრის შედეგებზე ერთი რამის თქმა შეიძლება: ამ ეტაპზე სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან, გულშემატკივარს ისღა დარჩენია გრანდების თამაშით ისიამოვნოს და ამ დონეზე ქართული გუნდის მოხვედრაზე იოცნებოს.