reportiori.ge - ქუთაისში ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 03:56
რეგიონები
ქუთაისში ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნება
23 მარტი, 2014. 12:52



მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს, ქუთაისში ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ახალი მეტეოროლოგიური სადგური გაიხსნება. სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნოზაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ალხაზაშვილი და ქუთაისის სადგურის უფროსი ავთანდილ კუჭუხიძე დაესწრებიან.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეოროლოგიის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ქუთაისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტეოსადგურის გახსნით აღინიშნება. უწყების ცნობით, ახალი, ავტომატური სადგური შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე, ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და მიღწეულ იქნას უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება.

საქართველო ჩართულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაში. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში 3 საათში ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს 14 მეტეო სადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგება გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები, რომლებიც ვრცელდება CNN-ით და მასმედიის სხვა საშუალებებით.

23 მარტი მეტეოროლოგიის დღედ 1950 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლასას გამოცხადდა. ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მმო- (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო. წლევანდელი მსოფლიო მეტეოროლოგიური დღის თემაა "ამინდი და კლიმატი- ახალგაზრობის ჩართულობა".

 

ახალი მეტეოროლოგიური სადგურის გახსნა 12:00 საათისთვის არის დაგეგმილი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016