reportiori.ge - 4 ოქრო თბილისის გრან პრიზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:34
სპორტი
4 ოქრო თბილისის გრან პრიზე
24 მარტი, 2014. 12:36



სპორტული მოვლენები გასულ კვირას არ აკლდა, ბევრი საინტერესოც მოხდა, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი ამბები აქ, თბილისში დატრიალდა. სპორტის სასახლემ 21-23 მარტს ძიუდოში გრან პრის ტურნირს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ვაჟთა გუნდი სამართლიანად ითვლება მსოფლიოში უძლიერესად. 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა.

მოდით წონების მიხედვით გავყვეთ. 60 კგ-ში პირველ ნომრად ამირან პაპინაშვილი ითვლებოდა, მაგრამ ყაზახ იესიმბეტოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩავარდნა დროებითია. გაგვახარა ახალგაზრდა ლუხუმ ჩხვიმიანმა, ბრინჯაოს მედალი ამ ყმაწვილისთვის ალალი იყო.

პრობლემურ წონად გვექცა 66 კგ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ზედა წონაში აინაცვლა, დარჩენილთაგან კი თავი ვერავინ გამოიჩინა.

73 კგ. აქაც პრობლემა გვაქვს, ოღონდ განსხვავებული და სასიამოვნო. სამი ჩინებული მოჭიდავედან უკეთესის შერჩევა ალბათ გაჭირდება.

ფინალში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გავიდნენ, სადაც ტატალაშვილმა ბოლოსკენ დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ზებედა რეხვიაშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა, მართლია მეოთხედფინალში წონის გამარჯვებულთან წააგო, მაგრამ დანარჩენ შეხვედრებში მეტოქეებს ელემენტარულ შანსს არ აძლევდა.

ამ სამიდან ვინ წავა ევროპის ჩემპიონატზე, მწვრთნელთა გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ნაკრებში რომელიმეს ვერმოხვედრა ძალზე გულდასაწყვეტია.

ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოჩენით 81 კგ „ჩვენი“ წონა გახდა; მისი მომრევი დღეს მსოფლიოში არ მეგულება, ისევ ჩვენიანი გამოცდილი წიკლაური (ამაჟამად ტრავმირებულია) და იმედისმომცემი უშანგი მარგიანი თუ გაუწევენ წინააღმდეგობას.

90 კგ ხომ ჩვენია და ჩვენი. ვარლამ ლიპარტელიანის დომინირებაზე  რომ არაფერი ვთქვათ, ახალგაზრდებიდან ახლადგადმოსული ბექა ღვინიაშვილი გვეზრდება (თბილისში დამარცხება  უფრო მისი გამოუცდელობის ბრალია), და თან გვყავს ზვიად გოგოჭური, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად მოიგო ტურნირი და საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოც დაიმსახურა.

მძიმე წონაში, ფრანგი ტედი რინერის არყოფნაში ადამ ოქრუაშვილის გამარჯვება სავარაუდო იყო და მანაც გულშემატკივარი არ გააწბილა, ფინალში რუსი ანტონ კრივობოკოვი შებოჭა და გრან პრის ბოლო ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების ყულაბაში ჩაუშვა.

 

პირველ ორ წონას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა შთამბეჭდავი იყო და იმედია, ევროპის ჩემპიონატიც ასევე უხვმედლიანი იქნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016