reportiori.ge - კოტე კირვალიძის ღია წერილი ფამუქს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
კოტე კირვალიძის ღია წერილი ფამუქს
ავტორი:
24 მარტი, 2014. 19:56



გამარჯობა ფამუქ!

მე თქვენი სრული სახელი და გვარიც არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, აღარც მაინტერესებს უკვე... მე ერთი უბრალო ქართველი ბიჭი მოგმართავთ თქვენ, ამ წერილით და მინდა პასუხი გაგცეთ, იმ კონკრეტულ მოთხრობაზე, რომანიდან „თოვლი“, სადაც აღწერილი გაქვთ, ქართველთა „წურბელობა“, ,, წუწურაქობა“, მსუბუქი ყოფაქცევა, ბოზობა და ის რომ თურმე, ჩემი თანამემამულეები, ნახევრ ფასად მუშაობენ შენს ქვეყანაში და ამით ცხვირწინ აცლიან სამუშაოს, თქვენს პატივცემულ თანამოქალაქეებს.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, თქვენობით მხოლოდ იმიტომ მოგმართავთ, რომ ჩემს ქვეყანაში, რომელიც ,,წურბელებით'' დასახლებულ ადგილად მიგაჩნიათ თქვენ,(ყოველ შემთხვევაში ასე მოიხსენიებთ თქვენს ნაწერებში), უფროსი ადამიანის პატივისცემა კარგად იციან. მით უმეტეს თუ ეს უფროსი ადამიანი ჭაღარაა, მის ჭაღარასაც ვცემთ პატივს ჩვენ და მხოლოდ ამიტომ...

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არ მაქვს სურვილი და ამბიცია, გეკამათოთ თქვენ, ეს ჩემგან ალბათ ხმამაღალ ნათქვამად ჩაითვლებოდა, მე ხომ ნობელის პრემია არ მაქვს, თანაც ხმამაღალ ნათქვამს არ გაკადრებთ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ქართველები, უფროს ადამიანებს დიდ პატივს ვცემთ და მხოლოდ ამიტომ...

ახლა, პირდაპირ საქმეზე გადავალ და რადგან თქვენ, ალბათ, მეხსიერება გღალატობთ, იძულებული ვარ შეგახსენოთ, მცირე რამ ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან და ორი სიტყვით ჩვენი აწყმოდანაც...

მე არ შევუდგები იმის განხილვას, რამდენად მრუდეა ან მართალი, თქვენი სარკე, მხოლოდ რამდენიმე პატარა მაგალითს მოვიყვან ისტორიიდან, ძვირფასი დრო რომ არც მე დავკარგო და არც თქვენ დაგაკარგვინოთ...

პირველ რიგში გეტყოდით, რომ „ჩვენ“და „თქვენ“ გუშინ, ან დღეს არ გაგვიცნია ერთმანეთი, დიდი ხანია ვიცნობთ... „ჩვენ“ ანუ ქართველებს და „თქვენ“ ანუ თურქებს... 

მე არ დავეცემი „თქვენს“ დონემდე და არ დავიწყებ, ზიზღით საუბარს ზოგადად რომელიმე ნაციაზე, ერზე ან ქვეყანაზე. არც სარკე მაქვს თან, რომ ჩაგახედოთ „თქვენ“, და არც სურვილი. სარკეში რომ შემეძლოს ,ჯერ ჩემს უბედურ ქვეყანას ჩავახედებდი ... საქართველოს, რომლის შვილებისთვის ოდითგანვე ტვირთი იყო ამ ქვეყანაში დაბადება. როგორც ქართველი პოეტი ამბობს–,,საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე“...

დიახ, ქართველობა ჩვენთვის ქართველებისთვის თავიდანვე ტვირთი იყო, მძიმე ტვირთი... მაგრამ არასდროს მოგვიხსნია ეს ტვირთი და ყოველთვის სიამაყით ვატარებდით მას. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო, ძალიან მძიმე და ამ სიმძიმეს ზოგიერთი მართლაც „წურბელა“ მეზობლების ხასიათი განაპირობებდა ზუსტად (წურბელა –ჭიაა, რომელიც იკვებება მხოლოდ სისხლით!).

ჩვენ, ქართველებს მიუხედავად ამ სიმძიმისა, რასაც განაპირობებდა ზოგიერთი სისხლიმსმელი მეზობლის ხასიათი, არასდროს მოგვიხსნია ეს ტვირთი მხრიდან, დღემდე მძიმედ, მაგრამ სიამაყით ვატარებთ მას და არც მოვიხსნით. ჩვენ, ქართველებს, დღემდე ქართველები გვქვია, მიუხედავად ყველაფრისა, ასე გვერქვა მანამდეც, სანამ თქვენი ველური, მეჯოგე, მომთაბარე ტომები, ბიზანტიის იმპერიას დაიკავებდნენ და თურქეთს დაარქმევდნენ... 

მე შეგპირდით, ძალიან მცირე რამ შემეხსენებინა თქვენთვის ისტორიიდან, მცირე და ისიც აუცილებლობიდან და თქვენი დაუმსახურებელი სიტყვებიდან გამომდინარე(„წურბელები“, წუწურაქები“)მაგრამ... მაგრამ რა ვქნათ, რომ ისტორია ძალიან დიდი გვაქვს და რომ „ჩვენ“ ქართველებს, და „თქვენ“ ანუ თურქებს გუშინ ან დღეს არ გაგვიცნია ერთმანეთი? ვერაფერს ვიზამთ, ისტორიაა ისტორიაა მაინც და ვერც დააპატარავებ, ვერც შეცვლი, ამით მხოლოდ თავს თუ მოვიტყუებთ, რისი სურვილიც არ მაქვს მე და მხოლოდ სიმართლის და უტყუარი მაგალითების, ფაქტების შეხსენება მინდა მხოლოდ თქვენთვის...

გასახსენებლად და იმის დასამტკიცებლად, ვინ არის წურბელა, რამდენიმე მაგალითიც კმარა, ამიტომ აღარ შევუდგები მთელი „ჩვენი“ ისტორიის განხილვას. „ჩვენი'' ანუ ქართველების და „თქვენი“ ანუ თურქების...

ესეც შეპირებული მაგალითი: 1080 წლისათვის განსაკუთრებულად ძლიერია უკვე თურქ-სელჩუკთა მომთაბარე, მეჯოგე ტომები. მათ უკვე დაპყრობილი აქვთ მთელი შუა და წინა აზია. ბიზანტიისთვის წართმეული აქვთ აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლია. ისინი საქართველოსკენაც მოიწევენ უკვე და მოაღწიეს კიდეც...

ლევან სანიკიძე, „დედა-ისტორია“: „ 1080 წელს თურქებმა ახალი, მანამდე გაუგონარი ნგრევა-რბევა არგუნეს ქართველ ხალხს. ველური მომთაბარენი „მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, ვითარცა მკალნი. ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი და აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამას ქუეყანასა მკვიდრი ყოველი. და მასვე ერთსა დღესა დაწვეს ქუთათისი და არტანუჯი“...

ქართველი ხალხის ეს უდიდესი ტრაგედია, მოინათლა ვითარცა „პირველი დიდი თურქობა“. 

და ამიერიდან ყოველ გაზაფხულს იწყებოდა დიდი თურქობა“ მოდიოდნენ და ადრიან გაზაფხულიდან გვიან დაზამთრებამდე ძარცვავდნენ, აოხრებდნენ, ატყვევებდნენ და წყვეტდნენ ქვეყანას თურქნი. მოდიოდნენ ისევ და ისევ მოსაჭმელად, მოსაძარცვად, მოსაოხრებლად...

მოდიოდნენ, ბანაკდებოდნენ და ქართულ მიწებს ჭამდნენ. მოედინებოდნენ „მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულისათა“... 

ფამუქ! 

მე მგონი ეს ერთი მაგალითიც კმარა, რომ დარწმუნდე, ვინ არის ,,წურბელა'' და ვინ ქართველი. მე მაქვს უფლება, ასევე გაგახსენო ის ათასობით მოპარული ქართველი ბავშვი, მომავალში მამლუქები, რომელთა ხარჯზეც თქვენ იფართოებდით თქვენს საზღვრებს, ათასობით წართმეული ქართველი ლამაზი ქალი, რომელთა სილამაზეს დღემდე მისტირით თქვენ და თქვენი თანამემამულეები, თურქები. 

შემიძლია, მაგრამ მე ქართველი ვარ და არ ვიკადრებ ამას, აღარ გაგახსენებ. უბრალოდ შეგეხსენებ, რომ მახსოვს. მე რომც დავივიწყო, ისტორიას ახსოვს და აქ უკვე უძლური ვართ... 

მაგრამ მე, ქართველმა, წლების და საუკუნეების მერე გაპატიე ეს, ჩამოდიხარ დღეს შენ თურქი ჩემთან, საქართველოში, გხვდები მე და პატივს გცემ, იმიტომ რომ ქართველი ვარ და „სხვაგვარად არ ძალმიძს“... არ შემიძლია. მე ვერ დავეცემი შენს დონემდე და აქ მოყვანილი ფაქტების მიუხედავად, ვერ გიწოდებ ,,წურბელას'' შენ, უბრალოდ არ გიწოდებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ვარ, უბრალოდ ქართველი და მორჩა... 

შენ კი თურქი ხარ, მე თქვენთვის ,,ბარები'' ავაშენე, სადაც მხოლოდ შენი თანამოქალაქეები, თურქები შედიან და სადაც ქართველები არ დაიშვებიან. მე პატივს გცემ, მეზობელი ხარ, სტუმარი და ,,სტუმარი ღვთისაა'' ჩვენთან... 

მე მოვდივარ ,,თქვენთან'' უკიდურესად გაჭირვებული, ჩემი ცოლი იძულებულია იბოზოს, როგორც ეს შენს მოთხრობაშია, მე იძულებული ვარ ნახევარ ფასად ვიმუშაო, ნახევარ ფასად... ,,თქვენ" კი, ჩამოდიხარ და ორმაგ ხელფასს გაძლევთ, ალბათ მხოლოდ იმიტომ , რომ ქართველი ვართ, ქართველი და მორჩა...

ვიცი ,,ჩემი ცოლი'' დღეს შეიძლება მართლაც ბოზობს შენთან, ,,ჩემი ძმა'' ისევ მუშაობს ნახევარ ფასად , მაგრამ ამ ყველაფრის მერე, კიდევ მე ვარ წურბელა? 

ფამუქ! ეს მაინტერესებდა მხოლოდ... აი ეს ბოლო კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამით შემიძლია დავინტერესდე კიდევ, ასევე ძალიან ბევრი რამ შემიძლია შეგახსენო, ან გაგახსენო... მე ქართველი ვარ , ერთი უბრალო ქართველი და არ დავეცემი შენს დონეზე, მიუხედავად იმისა, რამდენი ნობელის პრემია გაქვს შენ... 

მხოლოდ ეს მაინტერესებდა ფამუქ... ამ ყველაფრის მერე, ვინ არის წურბელა ,,ჩვენ'' და ,,თქვენში''?! ვისი ცოლია ბოზი?! რატომ უხდი ჩემს ძმას დღემდე ნახევარ ხელფასს და რატომ გიხდით ორმაგს ,,ჩვენ"?! ვინ იკვებებოდა სისხლით მთელი ცხოვრება, როგორც ,,წურბელა'', ,,ჩვენ'' თუ ,,თქვენ''?! „ჩვენ“ თუ „თქვენ“ ფამუქ?!


„პატივისცემით“ კოტე კირვალიძე, ქართველი...

2014 წლის 22 მარტი


ავტორიAIAnews.ge


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016