reportiori.ge - სახალხო დამცველის აპარატი სოფელ ტატანისში არსებული მდგომარეობის შესწავლას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:21
რეგიონები
სახალხო დამცველის აპარატი სოფელ ტატანისში არსებული მდგომარეობის შესწავლას ითხოვს
ავტორი:
26 მარტი, 2014. 15:09



საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში არსებულ პირობებთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა.

 

“2014 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში, სადაც ადგილზე მოხდა სოფელში არსებული პრობლემების გაცნობა.

 

ადგილზე სიტუაციის გაცნობისა და საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი კომპლექსური პრობლემები. სოფელი ტატანისი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში და განლაგებულია ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე. იგი რაიონული ცენტრიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელში ამჟამად 197 ადამიანი ცხოვრობს.

 

 

სოფლამდე მისასვლელი გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია რაც ზამთრისა და უამინდობის პირობებში მას გაუვალს ხდის.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა სოფელში დაწყებით სკოლაში არსებული პირობები. სკოლის შენობა ამორტიზებულია, სასწავლო ინვენტარი და ინფრასტრუქტურა კი დაზიანებული რაც ხელისშემშლელი ფაქტორია სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის. სასკოლო ასაკის მოსწავლეებს სრული ზოგადი განათლების მიღება კი მხოლოდ 4 კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფელში შეუძლიათ.

 

აღსანიშნავია, რომ სოფელში მწვავე პრობლემად დგას სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი. მოსახლეობა განმარტავს, რომ ისინი მხოლოდ წვიმისა და სასმელად უვარგისი მღვრიე წყლით სარგებლობენ.

 

გარდა ამისა, სოფელში არსებული რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან გამომდინარე, უამინდობაში შეუძლებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება. სოფელს არ აქვს ამბულატორია, აფთიაქი, ასევე სოფელში არ არსებობს მაღაზია რის გამოც მოსახლეობას არ აქვს წვდომა პირველადი მოხმარების საგნებზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში შექმნილი მძიმე ვითარება და უზრუნველყოს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მოსახლეობისთვის ადეკვატური დახმარების გაწევა, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016