reportiori.ge - ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:48
სპორტი
ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა
27 მარტი, 2014. 11:25


მსოფლიო გინესის რეკორდის დასამყარებლად საგანგებო შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მონაწილოება ათმა სპორტსმენმა მიიღო. სპორტსმენებმა  ერთი წუთის განმავლობაში 30 კგ-ანი ზურგჩანთით მუშტებზე მაქსიმალური რაოდენობის აზირდვა გააკეთეს. საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა გიორგი მათურელმა აჩვენა. იგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ სპეციალური სეტიფიკატით დააჯილდოვა.


„ვარჯიში 15 წილს წინ  დავიწყე, თუმცა რეკორდის დასამყარებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვვარჯიშობდი. პირველი რეკორდი დავამყარე 26 მაისს, მეორე რეკორდი იმავე წლის აგვისტოში და ახლა მესამე რეკორდი დავამყარე", - განაცხადა გიორგი მათურელმა.


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პერმანენტულად ატარებს.


„ღონისძიების მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ამავდროულად ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც წარმატებით იქნა შესრულებული. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ღონისძიების შედეგად ქართველი ახალგაზრდა გახდა მსოფლიო რეკორდსმენი", - განაცხადა ბრეგაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016