reportiori.ge - „ჩვენ მოლოტოვის კოქტეილები არ გვქონდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:19
ინტერვიუ
„ჩვენ მოლოტოვის კოქტეილები არ გვქონდა“
ავტორი:
27 მარტი, 2014. 16:17

„სამშობლოში თავისი ქმედებით ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა; თუ უკრაინაში მის მოსმენას განაგრძობენ, უფრო მეტს დაკარგავენ. მინდა უკრაინელები გავაფრთხილო: ილუზიები ცუდი მრჩეველია", - განუცხადა გაზეთ „ВЗГЛЯД"-ს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ. ასე შეაფასა მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში აქტიურობა.


სააკაშვილმა ქვეყნის პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, იგი ახლა უკრაინას სტუმრობს, სადაც ხელისუფლებაში მოსულ ძველ მეგობრებს მოძღვრავს. „დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკრაინელებს ურჩევს ნაკლებად ენდონ სააკაშვილის რჩევებს.


„ВЗГЛЯД": ნინო ანზოროვნა, საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებაზე სააკაშვილის უარმა არ გაგაკვირვათ?


ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. დღესავით ნათელი იყო, რომ ასე მოიქცეოდა. მე მაფიქრებს „ქართული ოცნების" არაეფექტური ქმედებები, რამაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მკვდრეთით აღდგომის საშუალება მისცა  და ახლა ძველი ჰონორით საუბრობენ. ეს ყველაფერი საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გაუბედაობის ბრალია. თავისუფლად შეიძლებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ არგმუენტირებული ბრალდების წაყენება. ახლა კი სააკაშვილს საშუალება ეძლევა ხმამაღალი განცხადებები აკეთოს და თავი პოლიტიკურ დევნილად წარმოაჩინოს.


ВЗГЛЯД: - ექს-პრეზიდენტისთვის წაყენებულ პრეტენზიებში 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობის საკითხი არ ფიგურირებს. როგორ ფიქრობთ, არ უნდა წემოეწიათ ეს თემა?


ნინო ბურჯანაძე - პირველად „მოღალატის" იარლიყი სააკაშვილმა სწორედ 2008 წელს მომაკერა, როდესაც საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ეს საკმარისი გამოდგა, რათა ჩემთვის „კრემლის აგენტობა" დაებრალებინათ; თუმცა საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ვფიქრობდი, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ომის გაჩაღებაში სააკაშვილს დიდი წვლილი მიუძღოდა. გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამ მიმართულებით ახალ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია და ეს ჩემი კიდევ ერთი პრეტენზიაა „ქართული ოცნების" მიმართ.


ВЗГЛЯД: აღმოჩნდება სააკაშვილი განსასჯელის სკამზე?


ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებაში მე მოვედი, - აუცილებლად. მართლმსაჯულების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მის ბრალეულობაში დარწმუნებული ვარ. ობიექტური გამოძიებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ოქტომბერში პრეზიდენტი რომ გავმხდარიყავი ამის უზრუნველყოფას შევძლებდი და ყველა დარწმუნდებოდა, რომ ეს რეალური ჭეშმარიტებაა და არა პოლიტიკური დევნა.


ВЗГЛЯД: 2011 წლის 26 მაისს სასტიკად დაარბიეს თქვენი მომხრეების მშვიდობიანი დემონსტრაცია, დაიღუპა ხალხი. ბევრი მაიდანთან პარალელსაც ავლებს...

ნინო ბურჯანაძე - არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ გაცილებით სასტიკი ზომები გამოიყენა, ვიდრე ეს კიევში მოხდა. ეს ერთმნიშვნელოვანია! ძალიან მაღიზიანებს ორმაგი სტანდარტები. დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად გამოსულ ხალხს, სამწუხაროდ გვერდით არავინ დაუდგა და არავინ დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ არც მოლოტოვის კოქტეილები გვქონდა და არც შენობები დაგვირბევია, სასტიკად გვცემეს და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა კიდეც. რადიკალებად მხოლოდ იმიტომ მოგვნათლეს, რომ სააკაშვილმა პრორუსული პოლიტიკოსების იარლიყი მოგვაკერა. ამიტომაც არავინ დაგვიცვა. ჩვენ ვიცით რამდენად რადიკალური იყო მომიტინგეთა ქცევა მაიდანზე, მიუხედავად ამისა მათ მხარი დაუჭირეს, აჭმევდნენ, ასმევდნენ და თავზე ხელს უსვამდნენ.


ВЗГЛЯД: უკრაინის ახალ ხელისუფლებას სააკაშვილი კონსულტაციებს უტარებს. თქვენი აზრით ეს ნორმალურია?

ნინო ბურჯანაძე - ეს არის ნონსენსი. ძალიან გული მწყდება. კარგად ვიცნობ იაცენიუკს, კლიჩკოს და ტიმოშენკოს. როდესაც ოპოზიციაში იყვნენ ვცდილობდი მათთან საერთო ენა მომეძებნა. 2011 წლის 26 მაისის მერე პირველი პრეს-კონფერენცია უკრაინაში გავმართე. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოვრიგდით.

ახლა კი მათ გვერდით ვხედავ სააკაშვილს, რომელმაც დაარბია ოპოზიციონერთა მიტინგი თბილისში, გადაამეტა ძალას, შექმნა რეპრესიული და კორუმპირებული სისტემა. ეს კაცი გამოდის მაიდანზე და მას ტაშს უკრავენ...

ძალიან მტკივნეულია, ცრემლებამდე მტკივნეული. რა უნდა ურჩიოს? საქართველოში თავისი ქმედებებით ქვეყნის ტერიტორიის 20 % დაკარგა. თუ მის მოსმენას გააგრძელებენ, უფრო მეტს დაკარგავენ. მინდა უკრაინელები გავაფრთხილო: ილუზიები ცუდი მრჩეველია.


ВЗГЛЯД: 15 ივლისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. თქვენს გარშემო არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდა.

რა შანსები გაქვთ?

ნინო ბურჯანაძე - ძალებს ვიკრებთ და მიუხედავად შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებისა და მედიასთან შეზღუდული კონტაქტისა, სერიოზული შედეგის მიღწევას ვგეგმავთ; თუ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი ძალის ჩვენება მოვახერხეთ, შევეცდებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მივაღწიოთ, რათა ხელისუფლებაში მოვიდეთ.


დარწმუნებული ვარ, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდა, რათა მეორე ტურში ჩემი გასვლა არ დაეშვათ, რომელსაც აუცილებლად მოვიგებდი. „ქართულმა ოცნებამ" ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს, რომ თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს ხელისუფლებაში ნაციონალების ხელახალ მოსვლას. სააკაშვილი საზღვარგარეთიდან გვემუქრება - ეს თამაში არ არის. მე მას კარგად ვიცნობ. უამრავი მინუსის მიუხედავად პოლიტიკური ინსტიქტები საკმაოდ განვითარებული აქვს და შეუძლია საქართველოში ვითარება მკვეთრად აურიოს.



(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016