შიდა ქართლის რეგიონში, ხვალ, "საქართველოს დიპლომატიური თასი 2014"-ის საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 10 საჯარო სკოლას საჩუქრად სასპორტო და სასკოლო ინვენტარს გადასცემენ. ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებისთვის საჭირო ნივთები მინი-ფეხბურთის ტურნირში მონაწილე გუნდებმა შეიძინეს. სამინისტროსთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაცია "სპორტი ყველასათვის".
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სკოლებს სხვადასხვა სახის სასპორტო და სასკოლო ინვენტარს ზემო ნიქოზის; ერგნეთის; ხურვალეთის; ტირძნისის; აძვის; ზემო ხვითის; ქვემო ხვითის; ბერშუეთის; ფლავისა და ქვეშის საჯარო სკოლებს საჩუქრებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილეები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გადასცემენ.
მინისტრები დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სკოლებს 28 მარტს ესტუმრებიან.