რეგიონები
ქუთაისის ქუჩები დატბორილია
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
29 მარტი, 2014. 17:56
ქუთაისის ქუჩები უხვი ნალექის გამო დატბორილია. ცენტრალური და პერიფერიული ქუჩების სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ არ არსებობს სქემა, რომელზეც ნაჩვენები იქნება, თუ რა მონაკვეთში არსებობს სანიაღვრე სისტემა.
„მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა ყოველწლიურად ღვარსადენების მოვლა-ექსპლოატაციასა და დაზიანებული ჭისთავების შეცვლას ახორციელებს. ამისთვის ბიუჯეტში 291 000 ლარია გათვალისწინებული. ფაქტის წინაშე როდესაც ვდგებით, პრობლემა მაშინ მთელი სიმწვავით იჩენს თავს. ამინდის გამოსვლის შემდეგ, პრობლემის შესწავლას დავიწყებთ", - განაცხადა სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57