სპორტი
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგული „კლერმონი“ დაამარცხა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 მარტი, 2014. 18:52
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგულ „კლერმონთან" ამხანაგური მატჩი მოიგო.
„შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 22:17 დაამარცხეს. პირველი ნახევარი ქართველებმა 8:10 წააგეს, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა წარმატებით დაასრულეს.
საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 6 აპრილს პოლონეთში მიემგზავრება, სადაც 2014 წლის ელიტურ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირში მონაწილეობას 6 ერის ნაკრებები და ასევე ორი ფირა-აერის გუნდები მიიღებენ.
2012-2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მოუგო იტალიის გუნდს, რის შემდეგაც ტურნირს ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვებაზე. ჩემპიონატი 11-19 აპრილს პოლონეთის ქალაქ პოსნანში ჩატარდება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19