reportiori.ge - კახეთში ვენახები გაძვირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 01 მარტი, 2025. 04:07
რეგიონები
კახეთში ვენახები გაძვირდა
ავტორი:
30 მარტი, 2014. 14:42


ბოლო ერთ წელიწადში კახეთში ვენახების ფასი გაორმაგდა. 1 ჰექტარი ვენახი 10-12 ათასი ლარი ღირს. 5 წლის წინ 1 ჰა ვენახის ღირებულება 2800-3200 ლარი იყო. ვენახის გაძვირება შარშან ყურძნის მაღალმა ფასმა გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ მთავრობა იმ კახელს, რომელიც ვენახს გაჩეხდა 2 ათას ლარს უხდიდა. ახლა კი გაჩეხილი ვენახის ხელახლა გაშენება და მოსავლის მიღებამდე მისი მოვლა, მინიმუმ, 10-ჯერ ძვირია.


გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის" ინფორმაციით, შარშან 1 კილოგრამი რქაწითელის ფასი 1 ლარიდან იწყებოდა. მაღალი ფასის მიუხედავად, მეღვინეები ყურძენს უხვად იბარებდნენ. მთავრობისგან პირობა ასეთი იყო: ის, ვინც ყურძენს 1 ლარად ჩაიბარებდა, დაბალპროცენტიან კრედიტს მიიღებდა. რუსეთის ბაზრის გახსნის ფონზე, ეს შეთავაზება მეღვინეებისთვის მისაღები აღმოჩნდა. ბოლოს ყურძენზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ 1 კგ რქაწითელის ფასმა 1,2 ლარს მიაღწია, კილოგრამი საფერავის ღირებულებამ კი 2 ლარსაც გადააჭარბა. მიღებული შემოსავლით კმაყოფილმა კახელებმა სასწრაფოდ ვაზის გაშენება დაიწყეს, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ დღეს კახეთში ვენახს ძალიან ცოტა თუ ყიდის.


სიღნაღის რაიონში მცხოვრები ვაჟა ნავროზაშვილი ამბობს, რომ გასაყიდი ვენახი, უბრალოდ, აღარ არის. ახლა, ძირითადად, ახლის გაშენება ხდება, თუმცა პრობლემაა ბეტონის ბოძების შოვნაც, რომელიც საქართველოში აღარ კეთდება, შემოტანილი კი ძვირი ღირს.


თითქმის გასამმაგებულია ვაზის ნერგების ფასიც, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფლებში გამოჰყავთ. ეს ბიზნესი განსაკუთრებით კარგად აითვისეს სოფელ კარდენახში. 1 ცალი ნერგის ფასი 1,5 ლარიდან 2 ლარამდეა. 1 ჰექტარზე ვენახის გაშენებისთვის 2,7 ათასი ნერგია საჭირო. წინა წლებში კი 1 ცალი ნერგი 50 თეთრად იყიდებოდა.


მიუხედავად ამისა, ვენახის გაშენებაზე ფიქრი ბევრმა დაიწყო. შარშან ყურძენს კარგი ფასი ჰქონდა. ადრე 1 კილოგრამში 50-60 თეთრზე მეტს არ იხდიდნენ, ახლა კი 1 ლარია, რაც გლეხებს იმედს აძლევს, რომ წელსაც ასე იქნება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ყურძენზე მოთხოვნა წელსაც დიდი იქნება, ვინაიდან ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და რეალიზაციის მაჩვენებლები მზარდია. სავარაუდოდ, 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულება 1 ლარზე ნაკლები არც წელსაც უნდა იყოს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს ღვინის ექსპორტმა 46,7 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტის ასეთ მასშტაბურ ზრდაში დიდი წილი რუსეთის ბაზრის გახსნაზე მოდის, თუმცა ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა. შარშან ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 127 850 000 დოლარი შეადგინა, რაც 63 მილიონი დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია უკრაინაში (78%-ით), ყაზახეთში (275%-ით), ლატვიაში (596%), პოლონეთში (36%-ით), ესტონეთში (289%), აზერბაიჯანში (58%), ბელორუსში (2%-ით), ინგლისში (61%-ით), ლიტვაში (3%-ით), ჰონგ-კონგში (16%-ით), ნიდერლანდებში (17%-ით), ფინეთში, სომხეთში, საფრანგეთში და ა.შ. 2014 წლის იანვარში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 11,3 მილიონი დოლარი იყო, რაც 9,2 მილიონი დოლარით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.


 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016